მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7212.7
-0.003
flag
AZN 1.5424
-0.0007
flag
CNY 39.056
-0.0049
flag
EUR 2.9807
-0.0118
flag
GBP 3.4665
-0.017
flag
KZT 59.33
0.0034
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6218
-0.0011
news banner

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image
mbc image

25 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მზეა ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უნალექო დღეა. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +11 იქნება.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +26 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია გორში, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +19 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც მზეა ნავარაუდევი. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

უნალექო დღეა გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მოსალოდნელია მზიანი დღე. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 36 თვის ვადაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისარგებლოთ ახალი ტრამვაის ხაზით | თბილისის ვიცე-მერი

25.09.2026.09:55

36 თვის ვადაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისარგებლოთ ახალი ტრამვაის ხაზით, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თბილისის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ჩვენთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და აქტუალურია დღეს ჩვენს მოსახლეობაში. დამეთანხმებით, და ის, რომ ტრამვაი ბრუნდება დედაქალაქში, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე.

ტრამვაის ხაზი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომლის სატენდერო ყველა პროცედურა არის გავლილი, ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია - საკმაოდ გამოცდილი და წარმატებული. იცით, რომ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. გაფორმდა რამდენიმე კვირის წინ და, შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაიწყო ათვლა იმ პერიოდის, რა პერიოდშიც უკვე კონკრეტულად უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.

გეტყვით, რომ სამი თვე არის და სამ თვეში იქნება მომზადებული, კონცეპტუალური პროექტირება დასრულებული. შემდგომ არის ექვსი თვე იმისთვის, რომ იქნეს დეტალური პროექტირება განხორციელებული და შემდგომ, უკვე 9 თვის თავზე, ჩვენ შეგვეძლება დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები.

საერთო ჯამში, ეს არის 36 თვე და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ დედაქალაქში ვისარგებლოთ ახალი ტრამვაის ხაზით.
რაც შეეხება კონკრეტულად ხაზს, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის დიდი დიღმიდან დიდუბის მეტრომდე. დამეთანხმებით, რომ ეს არის ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვნად გადატვირთული სატრანსპორტო კვანძი. მისი ნაკადების მართვა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

დიდი დიღომი არის ერთ-ერთი, ყველაზე უფრო, შეიძლება ითქვას, საძილე უბანი, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველდღე უკავშირდება სხვადასხვა თბილისის რაიონებს და ბრუნდება უკან. ეს ნაკადები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ტრამვაის ხაზი და ამ ხაზის დაპრიორიტეტება ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ანალიზის და ნაკადების მართვის მხრივ გადაწყვეტილება მიღებული.

და, როგორც მოგეხსენებათ, დიდუბის მეტრო და ეს ტერიტორია არის ერთ-ერთი, გარკვეულწილად, ჰაბი სატრანსპორტო ჩვენს ქალაქში. და აი, ზუსტად ეს ხაზი არის 7.5 კილომეტრი, რომელიც მნიშვნელოვნად, ვფიქრობთ, რომ განტვირთავს.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ბოლო პროექტი ტრამვაის ჩვენს დედაქალაქში და მომავალში აუცილებლად ამ მიმართულებით განვავითარებთ.

და, ზოგადად, მინდა, რომ რამდენიმე სიტყვით ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკასაც შევეხო. მეტრო ერთ-ერთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევიძინეთ და უკვე მიმდინარეობს, ხელშეკრულება გაფორმებულია და სულ რამდენიმე დღეში თბილისის მერი უკვე ჩინეთში გაემგზავრება, სადაც იქნება პირველი მატარებლის ხუთი ვაგონის პრეზენტაცია, რომელიც უკვე არის დამზადებული და რომელიც უკვე უახლოეს მომავალში გამოიგზავნება ჩვენს დედაქალაქში.

საერთო ჯამში, 111 მეტროს ახალი ვაგონზე არის საუბარი, 25 მატარებელზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქედან, რომ თქვენ იცით, რომ ჩვენი არსებული ვაგონები დღეს, გარკვეულწილად, რაღაც პერიოდის შემდგომ უკვე ექსპლუატაციის ვადებთან ბოლოსკენ არის და განახლების საჭიროებაა.

მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენ ჩავატარეთ, და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეტროს სერვისს და გამტარუნარიანობას.

გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვხედავთ იმ დინამიკას და ჩვენ ამისთვისაც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ყოველდღიურად საზოგადოებრივი ტრანსპორტით, იმისათვის, რომ ნაკლები მანქანა იყოს და ნაკლები საცობები გვქონდეს ჩვენს დედაქალაქში.

აქვე ავტობუსებზე ვიტყვი - მუდმივი ჩანაცვლება. იცით, რომ 1000-ზე მეტი ახალი ავტობუსი ჩვენ უკვე გვყავს და უახლოეს მომავალში ჩვენ ასევე დავაანონსებთ დამატებით 200 ავტობუსს.

და ინფრასტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად ახლებურად მიმდინარეობს მისი დაგეგმარება, რომელიც თანაბრად არის გადანაწილებული, როგორც ფეხით მოსიარულეზე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე კერძო ავტომობილებზე.

თქვენ გახსოვთ, რომ ეს პრიორიტეტები აბსოლუტურად სხვანაირად იყო ჩვენს ქალაქში“, - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა