როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
4 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექი იქნება ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც წვიმას ელოდებიან, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში ნალექია მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც წვიმა იქნება, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 იქნება.
ბორჯომში დღე უნალექოდ ჩაივლის, +16 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღე უნალექოდ ჩაივლის, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში მზე გამოანათებს, ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.
ომალოში ნალექიანი დღეა. დღისით +10 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
წვიმაა გურჯაანშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც ნალექიანი ამინდია, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ნალექია მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა, საფუძველს მოკლებულია - სპეციალური პენიტენციური სამსახური
08.10.2026.14:38
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პენიტენციურ დაწესებულებაში ორგანიზაციის ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა.
სამსახურის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციური კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„პენიტენციური დაწესებულების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე მიღებული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას, უზრუნველყოფს დაწესებულება. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს კორესპონდენციის ვიზუალურ დათვალიერებას მისი შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა.
პენიტენციური კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეხვდეს თავის ადვოკატს, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. საკანონმდებლო აქტის არცერთი ნორმა არ განსაზღვრავს ადვოკატის უფლებას, ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან შეხვედრის შემდგომ დაწესებულებიდან გამოიტანოს სხვადასხვა სახის ჩანაწერი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის შემთხვევაში არის პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე უფლებამოსილი გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური, როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ასევე, თითოეულ ადვოკატს აძლევს შესაძლებლობას, დაწესებულების მეშვეობით მოხდეს კორესპონდენციის გაგზავნა შესაბამისი წესით. ყველა ამ ნორმის შესახებ ინფორმორებულია ყველა მოქმედი ადვოკატი. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.