როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
5 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ბათუმში უნალექო დღეა, იქნება მცირედი მოღრუბლულობა. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში უნალექო დღეა, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღეა. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც მზეა დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +1 იქნება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ომალოში უნალექო დღეა. დღისით +12, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
უნალექო დღეა გურჯაანშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
16 ქსელი და დაახლოებით 650 შეთავაზება - როგორ ვითარდება ekalata.gov.ge
05.10.2026.09:39
ამ დროისთვის 16 ქსელი გვაქვს წარმოდგენილი, დაახლოებით 650-მდე საუკეთესო შეთავაზებაა სხვადასხვა პროდუქტებზე, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.
„ჩვენი მიზანია, რომ პორტალი ekalata.gov.ge ყველა ქართველი მომხმარებლისთვის, ვისაც სურს ძირითადი საბაზისო პროდუქტების შეძენა და დანაზოგის გაკეთება, გავხადოთ ძალიან პრაქტიკული ყოველდღიურ მოხმარებაში.
პრაქტიკულად, სამი თვეა გასული, რაც ეს პორტალი ჩაეშვა და პორტალზე უკვე შესაძლებელია, რომ 13 საბაზისო სასურსათო პროდუქტზე, რომელსაც ყოველდღიურ მოხმარებაში ძალიან დიდი წილი აქვს, და 10 არასასურსათო საბაზისო პროდუქტზე მომხმარებელმა აარჩიოს საკუთარი კალათა, ნახოს ლიდერი სავაჭრო ქსელები, აღნიშნული კალათის ღირებულება, სად არის ყველაზე იაფი და, ბოლოს, დამატებული ფუნქციონალით შეარჩიოს მის მდებარეობასთან ყველაზე ახლო მდებარე ლოკაცია.
გარდა ამისა, პორტალი ითვლის დანაზოგს. ეს არის წინასწარი ინფორმირების ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ ვიცოდე, სად მივიდე და რა მოცულობის დანაზოგი გავაკეთო.
ამ დროისთვის 16 ქსელი გვაქვს წარმოდგენილი, დაახლოებით 650-მდე საუკეთესო შეთავაზებაა სხვადასხვა პროდუქტებზე და, რაც ყველაზე მთავარია და რაც აჩვენებს, კარგი ილუსტრაციაა კონკურენციის. ძალიან ხშირად იცვლებიან ლიდერები, მათ შორის სასურსათო, არასასურსათო კალათის.
მომხმარებელს შეუძლია თვის ჭრილში დაინახოს ფასების დინამიკაც ყველა პროდუქტზე, რომელიც საიტზეა განთავსებული და დანაზოგს თუ შევხედავთ, მაგალითად, აგვისტოს თვეში ეს იყო სადღაც 2 400 ლარი, ოღონდ პორტალზე განთავსებული ყველა პროდუქტის საბაზისო ფასიდან დაკლებული ფასის ჯამია ეს ყველაფერი.
თუ ამას გავამრავლებთ გაყიდვების მოცულობაზე, ეს რამდენიმე ათეული მილიონი ლარია და ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად შეუძლია საკუთარი დანაზოგი დათვალოს. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს ძალიან პრაქტიკული ინსტრუმენტია ძალიან ბევრი მომხმარებლისთვის.
დღევანდელი ციფრი არის უნიკალური მომხმარებლების სადღაც 2 500-დან 4 000-მდე, თუმცა მას შემდეგ, რაც ჩვენ უახლოეს დღეებში აპლიკაციასაც ჩავუშვებთ, იგეგმება... დღესაც შესაძლებელია ეს მობილურში აღნიშნული პორტალის მოხმარება ძალიან კომფორტულად, თუმცა აპლიკაცია ბევრად უფრო პრაქტიკულია. ამის შემდგომ ვეცდებით, რომ ყველა მომხმარებელთან მივიდეთ ძალიან ახლოს და მოვუყვეთ ამ პორტალის პრაქტიკული სარგებლობის შესახებ.
ekalata.gov.ge აგრძელებს განვითარებას და კიდევ ბევრ კარგ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.