როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
9 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიანი დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
მესტიაშიც წვიმა და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით +1 8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა
+7 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.
+1 6 გრადუსი დაწვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმას პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
გორშიც იწვიმებს. +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ლაგოდეხშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
თბილისშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
სხვა სიახლეები
დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო
23.11.2026.12:07
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ განცხადებით, დასავლეთ საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების, კერძოდ ტემპერატურის კლების გამო, 24-25 ნოემბერს მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები დროებით გადაიდო.
შესაბამისად, ბუნებრივი აირის მიწოდება აღარ შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებს და დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს. ასევე გაზმომარაგება არ შეუწყდება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
„მოქალაქეების უსაფრთხოება და მათი ყოველდღიური საჭიროებების გათვალისწინება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ამინდის ცვლილებების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოები, რათა ზამთრის პერიოდში ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას გაზის შეფერხებული მიწოდებით გამოწვეული სირთულეები. სამუშაოები ჩატარდება მაშინ, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები ამის შესაძლებლობას მოგვცემს.
სამუშაოების განახლებული თარიღის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.
მადლობას ვუხდით მოქალაქეებს გაგებისა და მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.