როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მშრალი დღე იქნება ზუგდიდშიც. დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში უნალექო დღეა. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმს. დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი ამინდია. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი ამინდია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
ნალექს ახალქალაქშიც ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +20, ღამით კი +8 დაფიქსირდება.
ბორჯომში ნალექიანი დღეა, +21 იქნება დღისით, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება წვიმა.
გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, +15 ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.
ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
სამინისტროს სისტემაში წელს 8.5 მილიარდ ლარზე მეტის 400-ზე მეტი ტენდერი უკვე გამოცხადებულია - რევაზ სოხაძე
19.10.2026.09:00
“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში, მიმდინარე წელს, უკვე გამოცხადებულია 400-ზე მეტი ტენდერი, რომელთა საერთო ღირებულება 8.5 მილიარდ ლარს აღემატება”,- ამის შესახებ მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე, დამატებით, კიდევ დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტების გამოცხადება იგეგმება, რაც ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული განვითარების ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.
„ამ სამუშაოების შედეგებს მოსახლეობა უკვე მომავალი წლიდან იგრძნობს. მნიშვნელოვანი პროექტები ერთდროულად იწყება როგორც საგზაო, ისე სხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებებით,“ – განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სარფის გვირაბის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით გზას სარფთან დააკავშირებს და ტრანზიტულ მოძრაობას გონიოსა და ტურისტული ზონისგან განტვირთავს. ასევე დაგეგმილია ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებითი ორი ზოლის მოწყობა.
მინისტრის თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის დამაკავშირებელი გზის პროექტი, სამტრედია-ზუგდიდის ოთხზოლიანი მაგისტრალის პროექტირება, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის კი რამდენიმე მონაკვეთზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები.
“უახლოეს პერიოდში დაიწყება რუსთავის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომლის 3.6-კილომეტრიანი მონაკვეთი წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. პარალელურად, დასკვნით ეტაპზეა რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს გზების სატენდერო პროცედურები და გამარჯვებული კომპანიები უახლოეს პერიოდში გამოვლინდება”,- აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ კახეთის მიმართულებით მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ საგარეჯო-ბადიაურის გზა ყველა გამოვლენილი ხარვეზის სრულად გამოსწორების შემდეგ გაიხსნება.
„ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია. გვირჩევნია, გზა ოდნავ გვიან გაიხსნას, მაგრამ იყოს სრულად გამართული, უსაფრთხო და მაღალი სტანდარტის,“–განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.