როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.
მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზე იქნება, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.
მზე ზუგდიდშიც იქნება, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზიანი დღეა. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზეა. დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი ამინდი იქნება. დღისით +20 გრადუსი, ხოლო ღამით +6 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ნალექს არ ელოდებიან ახალქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +17, ღამით კი +8 დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +15 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება და იქნება მზე.
გუდაურშიც მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, +10 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. არ იწვიმებს.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღე იქნება თელავში, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, ქართული სტარტაპების საერთაშორისო კავშირები რეალურ ბიზნესშედეგებად ვაქციოთ - ავთანდილ კასრაძე
30.10.2026.09:12
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, სინგაპურში, საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმის SWITCH Singapore 2026-ის (სინგაპურის ინოვაციების და ტექნოლოგიების კვირეული) ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „ინოვაციების გზაჯვარედინზე: რატომ ირჩევენ საერთაშორისო სტარტაპები საქართველოს“ -საქართველოს საინვესტიციო და ტექნოლოგიურ გარემოზე, სტარტაპების მხარდაჭერის სახელმწიფო მექანიზმებსა და საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
ავთანდილ კასრაძის განცხადებით, საქართველოს უპირატესობას ქმნის კვალიფიციური ტექნოლოგიური კადრები, ბიზნესის დაწყების გამარტივებული პროცედურები, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და სტარტაპების განვითარების მხარდამჭერი პროგრამები. ამასთან, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კომპანიებს საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების საწყის ეტაპზე კვალიფიციური კადრების მოსაზიდად.
სააგენტოს თავმჯდომარემ სტარტაპების მხარდაჭერის მიმართულებით აქსელერაციის პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილებასა და სახელმწიფო მხარდაჭერას აერთიანებს.
“საქართველოში უკვე 170-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია საქმიანობს, ხოლო 52 000-ზე მეტი ტექნოლოგიური სფეროს უცხოელი სპეციალისტი ქვეყანაში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში საერთაშორისო პროფესიონალების მოზიდვას ხელს უწყობს IT სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ბინადრობის ნებართვის სპეციალური მექანიზმიც.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
პანელური დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა იყო. ავთანდილ კასრაძემ ამ მიმართულებით Pulsar AI-ის მაგალითი მოიყვანა. თბილისში დაფუძნებულმა გუნდმა საავტომობილო დილერებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია შექმნა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერა მიიღო და 2021 წელს ამერიკულმა კომპანიამ SpinCar-მა შეიძინა, რომელიც დღეს Impel-ის სახელით ოპერირებს.
„ჩემი შეთავაზებაა, თანამშრომლობა კონკრეტული კომპანიებისა და მათი ბიზნესსაჭიროებების ირგვლივ დავიწყოთ. დავაკავშიროთ შესაბამისი სტარტაპები კორპორაციულ პარტნიორებთან, გამოვცადოთ კონკრეტული ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მიღებული შედეგების საფუძველზე განვავითაროთ თანამშრომლობა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი უნდა იყოს ქართული სტარტაპებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის რეალურ ბიზნესშესაძლებლობებად გარდაქმნა“, -განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიზანია, კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემა, მოიზიდოს საერთაშორისო კომპანიები და პროფესიონალები და ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციას.
SWITCH Singapore 2026 საერთაშორისო ტექნოლოგიური ფორუმია, რომელიც სტარტაპებს, ინვესტორებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ეკოსისტემის წარმომადგენლებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალი ბიზნესკავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს.