როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +12 და ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა ფოთში. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც წვიმს, +8 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვს, დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში გათოვდება, დღისით -1 , ღამით -9 გრადუსი იქნება.
ამბროლაურშიც თოვლს ელოდებიან. ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც თოვას ვარაუდობენ, დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში უნალექო დღეა, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -10 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ, დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -7 იქნება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +7 იქნება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექი არც ბაკურიანშია მოსალოდნელი, დღისით +0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლს ელოდებიან გორში, დღისით +6 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც თოვა იქნება, ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ითოვებს, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება.
ომალოში უნალექო დღეა. დღისით -2 ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა გურჯაანში, დღისით +9 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღე იქნება, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო ამინდია. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.