როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 12 თებერვალს
12 თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც უნალექო დღეა. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღე იქნება. დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო ამინდია, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით -2, ღამით კი -5 დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +6 იქნება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +9 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. ნალექი არც ომალოში იქნება, -2 ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავში, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი არც გურჯაანში იქნება. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
25.07.2026.16:19
საქართველოს რკინიგზამ 45 ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლის შესყიდვის მიზნით, საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტის საერთო ღირებულება 350 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში და დაახლოებით 1 მლრდ ლარს შეადგენს. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს რკინიგზა ახალ მაგისტრალურ სატვირთო ელმავლებს პირველად შეისყიდის.

პროექტი „ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის - საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში და მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური სატვირთო ელმავლების პარკის მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპლუატაციის ვადა იწურება. ახალი ელმავლების შესყიდვით კომპანია განაახლებს სალოკომოტივო პარკს, გაზრდის საოპერაციო შესაძლებლობებს, გააუმჯობესებს სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობასა და საიმედოობას, რაც მას მზარდი სატვირთო ნაკადების უფრო ეფექტიანად მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.
ახალი მაგისტრალური სატვირთო ელმავლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის გრძელვადიანი განვითარების ხედვის, მათ შორის 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის, პრაქტიკული განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის - შუა დერეფნის განვითარებისთვის.
ახალი ელმავლები ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კვანძის, კონკურენტუნარიანობის ზრდას.
სატენდერო პროცესს საქართველოს რკინიგზა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების შესაბამისად ახორციელებს.
ახალი ელმავლების შესყიდვასთან ერთად, პროექტი ხაშურში, საქართველოს რკინიგზის კუთვნილ ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ელმავლების ტექნიკური მომსახურების ახალი დეპოს მშენებლობას ითვალისწინებს.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია საკუთარი ხარჯებით დააპროექტებს, ააშენებს და თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით უზრუნველყოფს ახალ დეპოს.