როგორი ამინდია მოსალოდნელო 8 ივლისს საქართველოში
8 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +28 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც ნალექიანი დღეა, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 იქნება.
ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიან დღეს ელოდებიან გორშიც, დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +19 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს თელავშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
იწვიმებს გურჯაანშიც, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექიანი დღე იქნება, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში იწვიმებს. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს პარტნიორობით მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტი ხორციელდება
08.07.2026.10:35
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 35 სექტორზე შესაბამისი ქსელის განვითარების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა.
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დირექტორმა ბექა მამარდაშვილმა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელ დევიდ ქენედეის მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისა და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის.
მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე უკვე მოეწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში, სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო სექტორ „ლეკისყურეში“, სააგენტომ განახორციელა სატელიტური ინტერნეტის სარეზერვო ქსელის საპილოტე ინსტალაცია, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფორმაციის მართვის პროცესები. ამჟამად მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ათეული სატელიტური ინტერნეტის მოწყობილობისა და თანმდევი სერვისების შესყიდვა, რომლის ფარგლებშიც 35 სასაზღვრო სექტორზე მოეწყობა მაღალსიჩქარიანი ქსელი.