მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.4
-0.0026
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.893
-0.0001
flag
EUR 2.8447
-0.0048
flag
GBP 3.4159
-0.0035
flag
KZT 58.29
-0.0007
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5927
-0.0001
news banner

როგორია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავეულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

news image
mbc image

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული დედა-შვილი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. 11 წლის მოზარდი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ხეჩინაშვილის კლინიკაში კი, კვლავ მძიმეა 31 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.

„ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას აღენიშნება ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა. დედის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, აღენიშნება მხოლოდ ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და მსუბუქი ტრავმები. ბავშვი მოთავსებულია ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში, დედას ვუტარებთ კვლევებს და მოვათავსებთ სტაციონარში“, - განაცხადა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა დალაქიშვილმა.

„ჩვენთან შემოვიდა 31 წლის მამაკაცი, დაზიანებული აქვს თითქმის მთელი სხეული, 87%, ასევე, აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ -ინჰალაციური დაზიანება. დიდი ალბათობით გაზის აფეთქებამ გამოიწვია ეს დაზიანებები. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია“, - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი პირის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავეულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

19.11.2026.14:45

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული დედა-შვილი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული. 11 წლის მოზარდი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება. ხეჩინაშვილის კლინიკაში კი, კვლავ მძიმეა 31 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.

„ბავშვის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას აღენიშნება ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმა. დედის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, აღენიშნება მხოლოდ ქალა-ტვინის მსუბუქი ტრავმა, თავის ტვინის შერყევა და მსუბუქი ტრავმები. ბავშვი მოთავსებულია ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში, დედას ვუტარებთ კვლევებს და მოვათავსებთ სტაციონარში“, - განაცხადა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა დალაქიშვილმა.

„ჩვენთან შემოვიდა 31 წლის მამაკაცი, დაზიანებული აქვს თითქმის მთელი სხეული, 87%, ასევე, აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ -ინჰალაციური დაზიანება. დიდი ალბათობით გაზის აფეთქებამ გამოიწვია ეს დაზიანებები. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში. სამწუხაროდ, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია“, - განაცხადა ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი პირის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.

ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია. შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა