მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

როგორც საქართველომ შექმნა ღვინო, ისე ღვინომ შექმნა საქართველო - დავით სონღულაშვილი

news image
mbc image

„როგორც საქართველომ შექმნა ღვინო, ისე ღვინომ შექმნა საქართველო. დღეს საქართველო რომ ასეთია, ამის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული ნაწილი 8 ათასწლოვანი ღვინის ისტორიაა“, - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში უნიკალური ენოთეკის გახსნასთან დაკავშირებით.

თბილისში, „ღვინის ქარხანა №1“-ის ტერიტორიაზე არსებულ ენოთეკაში, წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 20 ათასამდე საკოლექციო ბოთლი ინახება. კოლექცია ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრემიუმ კლასის ღვინოებს აერთიანებს.
ღვინის ენოთეკა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ღვინის ეროვნულ სააგენტოს სარგებლობის უფლებით, უსასყიდლოდ და უვადოდ გადასცა. იგეგმება ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების ბოთლების იდენტიფიცირება და მათი წარმოშობის დადგენა.

„ეს არის უდიდესი საგანძური, ღვინის კოლექცია. უნდა დავიწყოთ მისი იდენტიფიკაცია /ვერიფიკაცია. ენოთეკა ბოლოს 2002 წელს აღიწერა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა მდგომარეობაა დღეს და, შესაბამისად, ეს გამოვიყენოთ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მსოფლიოსთვის კიდევ ერთხელ სათქმელად, რომ ღვინო ქართველია და ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს. ამ ისტორიის ხელშესახები ნაწილია ის კოლექცია, რომელიც საქართველოში ინახება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

„ერთია 8 ათასწლიანი უნიკალური ისტორია და მეორეა თანამედროვე გამოწვევები. დღეს უკვე არის ის დრო, რომ ღვინო ხარისხობრივად და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. 1961 წლის შემდეგ, ღვინის მოხმარება ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო კვლავაც დარჩეს კონკურენტუნარიანი, ხარისხობრივად უფრო მეტად გავაუმჯობესოთ და სამყაროს ყურადღება ქართული ღვინისადმი კიდევ უფრო მივიპყროთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სოფ.ბაბილი-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით აიკრძალა

19.07.2026.21:38

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 141-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთანავე, დღეს, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე (საყდრის ხიდი) მონაკვეთზე ადიდდა მდინარე, გადმოვიდა საავტომობილო გზაზე და უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა