მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რომან გოცირიძე თავისივე პროგნოზებში აიხლართა - ხან ამბობს სებ-მა რეზერვები უნდა იყიდოსო, ხან გაყიდოსო, ხან კიდევ რატომ ყიდის და ყიდულობსო - გოგიტა ცუცქურიძე

news image
mbc image

რომან გოცირიძე თავისივე პროგნოზებში აიხლართა - ხან ამბობს სებ-მა რეზერვები უნდა იყიდოსო, ხან გაყიდოსო, ხან კიდევ რატომ ყიდის და ყიდულობსო, - წერს სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.

„ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის -ზოგიერთებს ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ რეზერვების როლი და მნიშვნელობა ეკონომიკისთვის. სამწუხაროდ, ვერც კონტექსტს იგებენ - რატომ ყიდულობს და ან რატომ ყიდის საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვებს საჭირო დროს.

თითქმის მთელი წელია ვუყურებ ბატონი რომან გოცირიძის მიერ მოწყობილ ცირკს და საცოდაობას, თუ როგორ ცდილობს თავი ისევ ყოვლისმცოდნე ეკონომისტად წარმოაჩინოს. მაგრამ, როგორც ჩანს, მისგან აღარც ეკონომისტია დარჩენილი და აღარც პოლიტიკოსი. ზოგი ვაიჟურნალისტი კი მაინც არ ანებებს თავს მისი ყოველგვარ რეალობას აცდენილი პროგნოზების გაშუქებას.

ამ ჟურნალისტებს და იმ ხალხს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა ბატონი რომანის პროგნოზების, შევახსენებ, რომ ჯერ იყო და, მთელი ზაფხული, როცა ეროვნული ბანკი გეგმაზომიერად აგროვებდა საერთაშორისო რეზერვებს, სულ იმას გაიძახოდა, რისთვის ავსებენ რეზერვებს ლარის კურსზე ზემოქმედებსო, იგივე მოხდა როდესაც სებ-მა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9), მონეტარული ოქრო შეისყიდა საერთაშორისო რეზერვების დაცლად და, მაღალი რისკის მატარებლად შეაფასა, ოქროს ფასის რყევებთან დაკავშირებით, პირით კი მოხდა, როდესაც ოქროს ფასი შემცირების მაგივრად გაიზარდა. მერე როცა მაისის აქციების პერიოდში, კურსმა მცირედით დაიწყო რყევა, ბატონი რომანი საკუთარივე ლიგიკის საწინააღმდეგოდაც კი წავიდა - ჩქარა, გამოიტანეთ და გაყიდეთ რეზერვები, რას უყურებთო. თუმცა, სებ-ის სტრატეგია რომანის მოწოდების გარეშეც სწორი გამოდგა, დროულად დაიწყო ინტერვენციები, რამაც აჟიოტაჟური სიტუაცია მალევე განმუხტა.

ასეა ახლაც - ბატონ რომანს არ მოსწონს სებ-ის ნაბიჯები და უწუნებს გონივრულად განხორციელებულ ინტერვენციებს. მოკლედ, ამ კაცს ვერაფერს გაუგებ, თავისივე პროგნოზებში იხლართება, ხალხის ახლართვასაც ცდილობს და ხან იყიდეს გაიძახეს, ხან გაყიდეს და ხან კიდევ რატო ყიდი და რატო ყიდულობო.

ეტყობა ამ ხალხს დაავიწყდა, რომ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს აქვს თავისი ზუსტად გაწერილი დღის წესრიგი, სტრატეგია და ხედვა და სწორედ ამ ხედვის შედეგია ის რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალია, ეროვნული ვალუტა ინარჩუნებს სიმყარეს, ლარში დეპოზიტები იზრდება და სავალუტო ბაზარზეც მეტ-ნაკლები სტაბილურობაა, მიუხედავად ზოგი ვაი პოლიტიკოსის მცდელობებისა, რომ სხვა სურათი და პანიკური აჟიოტაჟი წარმოაჩინონ.

მე არ მესმის რა ხარისხის რეალობასთან აცდენილი უნდა იყო ადამიანი, რომ ასეთ დროს არ იაზრებდე ყველა გარემოებას, ვერ ხვდებოდე, სებ-ის სწორ სტრატეგიას, რეზერვების გონივრულად მართვას და მუდმივად ცდილობდე, დააზიანო ინსტიტუცია, რომელსაც წლების წინ ხელმძღვანელობდი", - წერს გიორგი ცუცქირიძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა