მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

რომში ქართული ხორბლის შესახებ მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში, სურსათის მსოფლიო ფორუმის (World Food Forum 2026) ფარგლებში, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი საერთაშორისო აუდიტორიისთვის ქართული ხორბლის ისტორიის, უნიკალური გენეტიკური მრავალფეროვნებისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების გაცნობა, აგრეთვე ტრადიციული ცოდნისა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება იყო.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ მაურიციო მარტინამ, კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის (ICCROM) გენერალურმა დირექტორმა არუნა ფრანჩესკა მარია გუჯრალიმ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ ნათია შამათავამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში, FAO-სთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამუნა ლილუაშვილმა.

„რომში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათაო ოფისში, გაიმართა ღონისძიება - „ქართული ხორბალი: ტრადიცია მომავლისთვის“. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის სტუმრები და გვქონდა შესაძლებლობა მათთვის გაგვეცნო ქართული ხორბლის 8000 წლიანი ისტორია და ქართული პურის ცხობის უძველესი ტრადიცია, რომელიც იუნესკოს მიერ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით არის აღიარებული“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები ქართული ხორბლის კულტურის, ტრადიციებისა და რიტუალების, ქვეყნის გენეტიკური რესურსების, სელექციისა და მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ. საუბარი შეეხო ასევე კლიმატის ცვლილების პირობებში ხორბლის წარმოების ადაპტაციასა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ხორბლის სხვადასხვა ჯიშისგან გამომცხვარი პური დაეგემოვნებინათ და გაცნობოდნენ იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს.

საქართველო ხორბლის წარმოშობისა და გენეტიკური მრავალფეროვნების ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. ქვეყანაში ხორბლის 14 სახეობაა გავრცელებული, მათ შორის 5 ენდემური სახეობა. ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციები და რიტუალები 2025 წელს იუნესკოს (UNESCO) კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შევიდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13.10.2026.17:50

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ხალიდ მოჰამედ ბალამამ. 

მემორანდუმი მიზნად ისახავს ორ ცენტრალურ ბანკს შორის ფინანსური და საზედამხედველო თანამშრომლობის გაძლიერებას, ცენტრალური ბანკინგის სფეროში ინფორმაციისა და ექსპერტიზის გაცვლას და ორივე ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორების განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის მხარდაჭერას.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ინოვაციების ხელშეწყობას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებასა და ერთობლივი კვლევების განხორციელებას.

ნათია თურნავამ არაბ კოლეგას საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის მიღწევები, სექტორის მდგრადობისა და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები გააცნო. მან ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მასშტაბურ განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) განვითარებაზე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური სექტორის განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. 

„ეს მემორანდუმი ქმნის საფუძველს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ცენტრალური ბანკინგის, ზედამხედველობისა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ექსპერტიზის გაცვლისთვის. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც იგი გვთავაზობს შესაძლებლობების განვითარებისა და საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების გამარტივებასა და ორივე ქვეყნის საბანკო და ფინანსური სექტორების განვითარებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ხალიდ მოჰამედ ბალამამ აღნიშნა, რომ მემორანდუმი ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სებ-ის პირველი ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. შეხვედრების ფარგლებში განიხილება გლობალური ეკონომიკური ტენდენციები, ფინანსური სტაბილურობის საკითხები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა