მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როცა მეტი ქალი იქნება ქართულ პოლიტიკაში, პოლარიზაცია, ეს უდიდესი სენი, უფრო დაძლეული იქნება - პრეზიდენტი

news image
mbc image

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ფორუმი ,,პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის“ გახსნა და მოწვეულ სტუმერბსა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას, რათა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრებმა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო პარტნიორების  წარმომადგენლებმა შეაფასონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობა.                                  

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და Მიხარია, რომ ასეთი შეხვედრები ამ ქვეყანაში ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს ტარდება, როცა გენდერული საკითხები კიდევ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამ კუთხით, შეიძლება ითქვას რომ, საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რომლითაც შეიძლება ვიამაყოთ. ქალები ამ ქვეყანაში მართლაც ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ, უფრო დიდ ძალას, ვიდრე ჩვენ გვგონია. 

ერთადერთი ჩვენი ვალდებულება არის ის, რომ ჩვენ ამ ძალას გავუხსნათ კარი და მივცეთ გასაქანი. მე ახლა იმ ახალგაზრდებზე ვსაუბრობ, რომლებისთვისაც მთელი მომავალი ღიაა, სწორედ მათ უნდა გავუხსნათ კარი და მივცეთ საშუალება, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად  საკუთარი ადგილი დაიჭირონ. Ბევრი რამ გაკეთდა, კანონმდებლობა შეიცვალა, კვოტების კუთხით ერთგვარად გაუმჯობესდა მდგომარეობა და 2020 წლიდან არჩევნებით პარლამენტში და თვითმართველობებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა და ახალი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ამ საკითხს, მაგრამ ეს საკმარისი ნადვილად არ არის რადგან, მთავარი არა კვოტები (მე ამას მუდამ ვფიქრობდი, კვოტები საჭიროა და ეს გზა მაინც გასავლელია), არამედ გადაწყვეტილებებში რეალური ადგილი და რეალური მონაწილეობაა. ამ კუთხით, დიდად სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ქალები ალამაზებენ ხან პარლამენტს, ხან საკრებულოებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ისინი იღებენ მთავარ გადაწყვეტილებებს. მე მჯერა, რომ ის დროც მოვა, როცა ქართულ პოლიტიკაში ქალები წინა პლანზე იქნებიან, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ექნებათ ფინანსური და სხვა ტიპის რესურსი იმისათვის, რომ თავიანთი სიტყვა თქვან და ეს სიტყვა იყოს წონიანი და მოსმენილი.

ამ ძალიან ახლო მომავალში, ჩვენი მოვალეობაა ფორმალურიდან რეალობაში გადავიდეთ - ამ ქვეყანაში ამისი საშუალება მართლაც არსებობს, ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი და პირველ რიგში, მთავრობამ, პარლამენტმა და თქვენ, ვინც ხართ მეორე ძალა - არასამთავროებმმა, თქვენ, რომლებსაც ამ კუთხით გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩათვალეთ, რომ მე თქვენს გვერდით ვარ, რომ დაგეხმაროთ.

მივემგზავრები ნიუ-იორკში, სადაც ქალთა სტატუსის შესახებ გაეროს კომისიის 67-ე სესიაში მივიღებ მონაწილეობას და იქაც, თუ წარსადგენია თქვენი რომელიმე რეკომენდაცია, იქაც ვიქნები თქვენი ხმა და თქვენი წარმომადგენელი. 

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ შემდეგ შეხვედრაზე შეიძლება მე აღარ ვიყო პრეზიდენტი, მაგრამ როცა მეტი ქალი იქნება ქართულ პოლიტიკაში, როცა საკრებულოებში თავჯდომარეები, მერები, პარლამენტის კომიტეტების თავჯდომარეები ქალები იქნებიან და მე მგონი, რომ როცა ეს მოხდება, საქართველოში ნაკლები დაპირისპირება და პოლარიზაცია იქნება და პოლარიაზაცია, რომელიც უდიდესი სენია და დღეს უკან გვწევს, უფრო დაძლეულიც იქნება.

ამისთვის აუცილებელია, ერთად ვებრძოლოდ იმას, რასაც ქალთა მიმართ ძალადობა და პოლიტიკური ძალადობა ჰქვია, რადგან ესეც ერთ-ერთი, ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორია იმისთვის, რომ ქალები პოლიტიკაში წამოვიდნენ. როცა ქალები უყურებენ რა ხდება, რა დღეში არიან პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული ქალები, ახალგაზრდებისთვის ეს დიდად არ არის მიმზიდველი. მათთვის მთელი დანარჩენი დარგები ღიაა და შეუძლიათ პროფესიონალურად სხვაგან უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილნი და უფრო დაფასებულნი, ვიდრე პოლიტიკაში - ესეც დასაძლევია. 

და კიდევ ერთი... პირველი ვიყავი, მე მგონი, რომელმაც გააკეთა ამ თემაზე კომენტარი. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველშემთხევაში დავადებ, მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები.. არ ვარგა ან ის, ან ეს მუხლი. ეს კანონი პირდაპირ იმისათვისაა მიღებული, რომ დაგვაშოროს ევროპას და ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის იმართება საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, შვედეთის და დანიის მთავრობების მხარდაჭერით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა