მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია - ღვინის ეროვნული სააგენტო

news image
mbc image

24 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით, 48 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 34,5 ათასი ტონა მაღალკონდიციურია.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნიდან, 29 ათასი ტონა საფერავი, 12,4 ათასი ტონა რქაწითელი და დანარჩები სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. 

სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს 21 ლოკაციაზე იბარებს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. აქტიურობს ღვინის კერძო სექტორიც.

მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს კახეთის უმეტეს მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
კონდიციური საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია, 1 კგ 1,50 ლარი. საფერავი, რომლის შაქრიანობა 16%-დან 20%-მდეა - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის საფერავის ფასი 50 თეთრი.

რქაწითელის და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული საღვინე სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 19%-ის მქონე ყურძნის ფასი 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთზე მოძრაობა დაგეგმილზე ადრე აღდგა

24.09.2026.14:28

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 22 სექტემბრიდან, სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე (ლოტი 3), ხიდებთან მისასვლელებზე გამოვლენილი ლოკალური დეფორმაციების აღმოსაფხვრელად, კონტრაქტორი კომპანიის ხარჯით გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობდა.

სამუშაოების უსაფრთხოდ და ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით შესრულების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. 

სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, ინეტსნიურად მიმდინარეობდა, რის შედეგადაც მოძრაობის აღდგენა დაგეგმილზე ადრე გახდა შესაძლლებელი და სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაგეგმილზე ერთი დღით ადრე აღდგა.

ამ ეტაპზე სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის მესამე მონაკვეთზე მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აღდგენილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა