მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.7
-0.018
flag
AZN 1.5273
0.0001
flag
CNY 38.961
0.0029
flag
EUR 2.8934
0.0059
flag
GBP 3.4585
0.0122
flag
KZT 57.3
0.0039
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5959
0.0002
news banner

რთველი საქართველოში დასასრულს უახლოვდება - გადამუშავებულია 323.3 ათას ტონამდე ყურძენი

news image
mbc image

30 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 323,3 ათას ტონამდე ყურძენი.

რთველი აქტიურ ფაზაშია ლეჩხუმის რეგიონში, სადაც გადამუშავდა 500 ტონამდე ყურძენი. ლეჩხუმში საპროგნოზო მოსავალი 1300 ტონამდეა. ლეჩხუმში მევენახეებისგან ყურძენს იბარებს როგორც კერძო სექტორი, ისე ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“.

კახეთში, სადაც რთველი დასასრულს უახლოვდება 314,5 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. აქედან მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო ყურძენი, დანარჩენი მაღალი და საშუალო ხარისხის მოსავალია. კახეთში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ფიზიკური პირებისგან ხარისხის მიხედვით დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი. რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.

რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც გადამუშავდა 3,6 ათას ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშების ყურძენი. რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც შეიძინა და გადაამუშავა “ხვანჭკარას” მიკროზონაში მოწეული არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი და მევენახეს არანაკლებ 8 ლარი გადაუხადა. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს, როგორც 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მომავალი წლიდან საქართველოში მაგისტრალების მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაიწყება - რევაზ სოხაძე

30.10.2026.12:19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა. 

მისი განცხადებით, მიმდინარე წელს უკვე რამდენიმე მილიარდი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების ტენდერები გამოცხადდა, რომელთა უმეტესობაზეც კონტრაქტები გაფორმებულია.

მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან საქართველოში მაგისტრალების მშენებლობა უპრეცედენტო მასშტაბით გაგრძელდება და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მიმართულებაზე დაიწყება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რუსთავი-სადახლოსა და რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთების მშენებლობა. აღნიშნულ პროექტებზე ტენდერები უკვე გამოცხადებულია და ამ ეტაპზე შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

მომავალი წლიდან აქტიური სამშენებლო სამუშაოები დაიწყება თბილისის შემოვლით გზაზე, რომელიც ოთხ მონაკვეთად არის დაყოფილი და ოთხივე მონაკვეთზე პარალელურად განხორციელდება. ასევე გაგრძელდება კახეთის მიმართულებით მაგისტრალის მშენებლობა ბადიაურიდან ბაკურციხემდე.

მნიშვნელოვანი პროექტებია ქობულეთის შემოვლითი გზის ოთხზოლიანად გადაკეთება, სარფის გვირაბის მშენებლობა, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა და ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალის პროექტი.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეშეთის-კობის მონაკვეთზე თაღოვანი ხიდის მშენებლობის მნიშვნელოვან ეტაპზეც. მისი განცხადებით, ხიდის რკალის შეკვრა ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო სამუშაოს წარმატებით დასრულებას ნიშნავს.

„ვიღაცისთვის შეიძლება ეს უბრალოდ ერთ-ერთი სამშენებლო ეტაპი იყოს, თუმცა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე რთული საინჟინრო სამუშაო წარმატებით დასრულდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის შეფასებით, მომავალი წლიდან ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ასეთი მასშტაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებასთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის შიგნით გადაადგილებასაც.

„მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი მოცულობისა და ტემპის მაგისტრალების მშენებლობა ამ ქვეყანაში არასდროს ყოფილა და ერთდროულად ამდენი მიმართულებით სამუშაოები არ დაწყებულა. ეს ნიშნავს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, ქვეყნის შიგნით მობილობის გაუმჯობესებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. გადაადგილება გაცილებით მარტივი, კომფორტული და უსაფრთხო გახდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა შიდასახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაციაზე და განაცხადა, რომ მომავალი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება, რისთვისაც მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ გავრცელებულ შეფასებებზეც და აღნიშნა, რომ ცალკეული პრობლემური მონაკვეთების საფუძველზე მთლიანად ქვეყნის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასება და წინა პერიოდებთან არასწორი შედარებების გაკეთება უსამართლოა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მხოლოდ საგზაო მიმართულებით არ იგეგმება. მომავალი წლიდან მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნება სამოქალაქო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებითაც.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა