მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტი, ჯივიპის 2024 წლის შედეგები

news image
mbc image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს 18 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება. განსაზღვრული ბიუჯეტიდან 13 მილიონ ლარზე მეტი რუსთავში მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას, ხოლო 5 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობის განახლებას მოხმარედება. 

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის გეგმის წარდგენამდე ჯივიპის მფლობელმა ესპანურმა კომპანია Aqualia-მ დეტალურად შეისწავლა წყალმომარგებისა და წყალარინების მიმართულებით რუსთავში არსებული გამოწვევები, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრა პრიორიტეტები და შესაბამისად დაგეგმა ინვესტიციები სამი ძირითადი მიმართულებით, კერძოდ: წყალმომარაგების ქსელების, წყალარინების ქსელებისა და წყლის მარაგების კონტროლის მიმართულებით.

2024 წლის მაისის მდგომარეობით, ბოლო 6 თვის განმავლობაში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქალაქ რუსთავის წყალმომარგების და წყალარინების ქსელებზე 16 სარეაბილიტაციო პროექტი უკვე დაასრულა და ამ ეტაპზე დამატებით 6 პროექტზე მუშაობს. მათ შორის უკვე დასრულებულია ქალაქ რუსთავის უმნიშვნელოვანესი ხრამი-რუსთავის ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის პირველი, 2,2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ასევე მეგობრობის გამზირის, ლომოურის, მშვიდობის, ნეკროსოვის, აფხაზეთის, გაგარინის, ფალიაშვილის, ბარათაშვილის, გიორგაძის, შარტავას და მესხისვილის ქუჩების ქსელების რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში მოძველებული ქსელების ახლით ჩანაცვლების პარალელურად ქალაქ რუსთავში წყალმომარაგების ქსელებზე დამონტაჟდა 13 წნევის რეგულატორი და 53 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც ქსელზე დაზიანების შემთხვევაში, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამასთანავე წყალარინების ქსელების განსაკუთრებულად კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, გაიწმინდა 13,500 მეტრამდე ქსელი და აღმოიფხვრა 3,400-მდე დაზიანება.

წყლისა და წყალარინების ქსელების განახლების პარალელურად, ქალაქ რუსთავის  წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი წყლის დანაკარგებისა და ფარული ჟონვების შემცირებაა, რადგან სწორედ აღნიშნული ფაქტორი განაპირობებდა გასულ წლებში ქალაქში წყლის მარაგების მართვის პრობლემას და იწვევდა წყალმოამრაგების ხშირ შეზღუდვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ჯივიპიმ 2023 წლიდან დაიწყო სპეციალური საძიებო-დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება ქალაქის მასშტაბით არსებულ სრულ ქსელზე და აღმოაჩინა და აღმოფხვრა წყალმომარაგების ქსელზე არსებული 1,055 ჟონვა, შედეგად კი ხრამის სათავე ნაგებობაში წარმოებული და ქსელში განაწილებული წყლის დანაკარგები 11,08%-ით შეამცირა. 

ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის, ქსელების რეაბილიტაციებისა და ფარული დანაკარგების მართვის პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების მთავარ რეზერვუარებზე, სათავე ნაგებობაზე არსებულ შახტურ ჭებსა და სატუმბო სადგურებზე. აღნიშნული სამუშაოები მოიცავს ახალი ტუმბო-აგრეგატების დამონტაჟებასა და არსებული დანადგარების რეაბილიტაციას. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს, რათა ქალაქ რუსთავის მოსახლეობას მომსახურების ხარისხი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად გაუუმჯობესოს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა