საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 20 ნოემბერს დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება
თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.
შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ირაკლი აბაშიძის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს; მერაბ კოსტავას ქუჩას; ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის ერთ სამოძრაო ზოლს (წრიულთან).
სამუშაოების მიმდინარეობისას ტერიტორია აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო და გამაფრთხილებელი ნიშნებით, ხოლო უსაფრთხოებას დაარეგულირებენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი ახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამოს!
სხვა სიახლეები
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
19.11.2026.22:01
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ლიპყინული) საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-3) მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.