მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

საბანკო სისტემას საჭირო ლიკვიდობა საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების პროცესში მიეწოდება - სებ

news image
mbc image

ეროვნული ბანკი საბანკო სისტემას აწვდის ლარის ლიკვიდობის იმ მოცულობას, რომელზეც სისტემაში მოთხოვნა არსებობს, რათა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტის, რეფინანსირების განაკვეთის ახლოს ჩამოყალიბდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საბანკო სისტემისთვის საჭირო ლარის ლიკვიდობა სხვადასხვა არხით შეიძლება იყოს მიწოდებული, ხოლო რეფინანსირების სესხები ამ მიწოდების დაბალანსების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირება მნიშვნელოვანწილად სავალუტო ინტერვენციების შედეგად საბანკო სისტემაში ლარის ლიკვიდობის ზრდას უკავშირდება. კერძოდ, 2025 წელს ეროვნულმა ბანკმა ჯამურად 2,432.5 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, რის შედეგადაც საბანკო სისტემას 6,617.6 მლნ ლარის ლიკვიდობა მიეწოდა. 2026 წლის მაისის მდგომარეობით კი შესყიდული უცხოური ვალუტის მოცულობამ 1,465.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საბანკო სისტემისთვის დამატებით 3,936.4 მლნ ლარის მიწოდებას ნიშნავს. შედეგად, საბანკო სისტემას საჭირო ლიკვიდობა საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების პროცესში მიეწოდება. 

საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტური მდგომარეობა ძლიერია, რასაც ადასტურებს როგორც ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტების ფონზე, სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობების ფარგლებში, ეროვნული ბანკი ახორციელებს სავალუტო ინტერვენციებს და ზრდის ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს. საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია. რეზერვების ზრდა და ადეკვატურობის გაუმჯობესება ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში და მათ მიერ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის „სტაბილურამდე“ გაუმჯობესებაში. 2026 წლის ივნისის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 7,122.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, საერთაშორისო რეზერვების მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის (ARA) 100%-იან ზღვარს აღემატება და 112.3%-ს შეადგენს”,- განმარტავენ სებში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

20.07.2026.17:30

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო" შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

საქონლის სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა