საბავშვო ბაღებიდან აღებულ სურსათის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის საბოლოო შედეგებს ასაჯაროვებს:
ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგი ცნობილია.
ყველა მათგანი შეესაბამება სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს ბაგა-ბაღების კვების ბლოკები, ხორცის და რძის პროდუქტების წარმოებები. მონიტორინგის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა საბავშვო ბაღებიდან აღებული სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის:
ხილ-ბოსტნეული;
რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი);
ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი);
მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი.
კვლევა განხორციელდა ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა:
მძიმე მეტალები;
ნიტრატები;
მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა - დადებითი სტაფილოკოკი).
სხვა სიახლეები
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ,,სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე 8 ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ვაზნებისა და 8 ერთეული იარაღის მჭიდის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
15.10.2026.12:39
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დიდი ოდენობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების სალონში წინასწარ მოწყობილ სამალავებში, სხვადასხვა დასახელების 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 ცალი საბრძოლო ვაზნა და 8 ერთეული იარაღის მჭიდი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.