მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

საბავშვო ბაღებში ნოროვირუსი გარედან არის შესული - ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომ კონკრეტული პასუხები მივიღოთ | კახა აბულაძე

news image
mbc image

ნოროვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

მისი თქმით, ყველა შესაბამისი უწყების კვლევებით დასტურდება, რომ საბავშვო ბაღებში რამდენიმე დღის წინ ბავშვების ავადობა ნოროვირუსმა გამოიწვია.

„ავადობის შემთხვევების გამოვლენისთანავე, ჩვენ საგანგებო რეჟიმით მუშაობა დავიწყეთ, ბაღების მართვის სააგენტოსთან ერთად. პროცესში ჩაერთო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სურსათის ეროვნული სააგენტო და ყველა შესაბამისი უწყება. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა ოპერატიულობისთვის.

ავადობის მიზეზი უკვე დადგენილია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა პირველი განცხადება 20 სექტემბერს გაავრცელა და ბავშვების ავადობა მაღალი ალბათობით დაუკავშირა ნოროვირუსს. უკვე 22 სექტემბერს კი ნოროვირუსი დადასტურდა. პარალელურად, ამავე დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 80-მდე ნიმუშია შესწავლილი, კვლევები გრძელდება და ეს საკვებთან დაკავშირებული ინტოქსიკაცია არ ყოფილა“, - აღნიშნა კახა აბულაძემ.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში შემოდგომის პერიოდში ვირუსები აქტიურად ვრცელდება ხოლმე. რაც შეეხება კონკრეტულ ვირუსს, ბაღებში გარედან არის შესული.

„ფაქტია, რომ ეს ვირუსი საბავშვო ბაღებში გარედან არის შესული. ამ ეტაპზე საგამოძიებო პროცესი მიმდინარეობს. ჩვენც ველოდებით დასრულებას, რომ გავიგოთ, კონკრეტულად საიდან მოხდა ინფიცირება. ჩვენ კარგად გვესმის მშობლებისაც, რადგან ეს თემა ჩვენთვისაც განსაკუთრებით სენსიტიური იყო, სანამ მიზეზი დადგინდებოდა. ერთმნიშვნელოვნად საქმე გვაქვს ვირუსთან, რაც ჩვენ არ გვიკვირს. როგორც გაზაფხულზე, ასევე სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად, საბავშვო ბაღებში ვირუსული პროცესები აქტიურდება ხოლმე. ამ შემთხვევაშიც სააღმზრდელო პროცესი ორი დღის განახლებული იყო, როცა ავადობის ფაქტები დადასტურდა“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ. 

მისივე ინფორმაციით, ნოროვირუსის შემთხვევები არა მხოლოდ საჯარო ბაღების აღსაზრდელებში, არამედ სხვა ასაკობრივ პაციენტებშიც გამოვლინდა.

„დღეის მდგომარეობით, ბავშვებში გართულება არ გვქონია და აბსოლუტური უმრავლესობა გაწერილია სახლებში. ჩვენი აღსაზრდელები რამდენიმე დღეში საჯარო ბაღებში დაბრუნდებიან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ინფიცირებულ პაციენტებს შორის მხოლოდ ჩვენი საჯარო ბაღების აღსაზრდელები არ ყოფილან. გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვა ინფიცირებული პაციენტებიც იყვნენ.

ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ სპეციალისტთან, მათ შორის პრაქტიკოს ექიმთან გვაქვს აქტიური საუბრები და ეს არ არის მხოლოდ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული პროცესი. მაგალითად, გუშინ პედიატრმა თემურ მიქელაძემაც აღნიშნა, რომ ნოროვირუსის შემთხვევები მოსახლეობის სხვა ჯგუფებშიც დასტურდება, თუმცა ჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა, რადგან, ვირუსის სიმპტომატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვანაირად ვლინდება“, - განაცხადა კახა აბულაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები - გიორგი ტყემალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზარზე

24.09.2026.08:03

აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე და იქ მომუშავე მოვაჭრეებზე საუბრისას.

„ჩვენ, გამგეობას აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები“, - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ე.წ. დეზერტირების ბაზრის ადმინისტრაციას მიმართა, უზრუნველყოს მოვაჭრეებისთვის გონივრული ვადა და დროებითი სივრცე საქმიანობის გასაგრძელებლად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა