მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

საბაჟო დეპარატამენტის ხელმძღვანელმა პირებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

news image
mbc image

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ რიკაძემ და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი თევდორაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებთან - გულოგლან მურადლისთან და ფუად მამადოვთან, სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, ორი ქვეყნის საბაჟო გამშვები პუნქტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და საერთაშორისო გადაზიდვების შეუფერხებელი გამტარუნარიანობის უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობისა და შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელების მიმართულებით. ამასთან, შეხვედრების მსვლელობისას, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში, გაფართოებულ ფორმატში კვლავ გაიმართოს კომპლექსური შეხვედრები, რომელთა ფარგლებშიც შეფასდება უკვე განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებების შედეგები და საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება დამატებითი ქმედითი ნაბიჯები ტვირთების შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით.

სამუშაო შეხვედრების დასრულებისას, მხარეებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ურთიერთთანამშრომლობის პროცესის შეუქცევადობას.

სამუშაო შეხვედრები, რომელებსაც, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არჩილ დარახველიძე, სგპ ,,წითელი ხიდის" უფროსი, ზურაბ ინასარიძე, სგპ ,,ლაგოდეხის" უფროსი მიხეილ ბერიძე და სხვა პასუხისმგებელი პირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტების - ,,წითელი ხიდის" მოსაზღვრე მხარეს ,,სინიქ ქიორპუსსა" და ,,ლაგოდეხის" მოსაზღვრე მხარეს მდებარე ,,მაზიმგარაში" ერთდროულად გაიმართა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი - სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

16.09.2026.10:56

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცაიშის ტერიტორიაზე „ქუთაისი–სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 600-მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაო პროცესებს, დეტალური ინფორმაცია მიიღო პროექტის მსვლელობის, უსაფრთხოების სტანდარტებისა და დასრულების ვადების შესახებ.

პროექტის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის კოროზირებული და ამორტიზებული მონაკვეთი სრულად ჩანაცვლდება ახალი, 500 მმ დიამეტრის მილებით.

აღნიშნული გაზსადენი გადამწყვეტ როლს ასრულებს სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი აირით მომარაგებაში. შესაბამისად, მისი გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა