საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთის პორტსა“ და „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონას ახალი ხელმძღვანელები ეყოლებათ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ჩოკოშვილმა მებაჟე ოფიცრებს ახალი ხელმძღვანელი პირები წარუდგინა.
„ფოთის პორტის“ საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილია ზაზა გეწაძე, ხოლო მის მოადგილედ, გოჩა გადილია დაინიშნა. „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონას კი, დათა არქანია უხელმძღვანელებს.
მიხეილ ჩოკოშვილმა წარდგენილ ხელმძღვანელებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ფოთში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საბაჟო დეპარტამენტის პირველი მოადგილე, ოთარ რიკაძე, ასევე მოადგილეები კიაზო ახალაია, ელგუჯა ბერანძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.
სხვა სიახლეები
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
05.06.2026.17:19
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.
ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.
ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.