საბაჟო გამშვები პუნქტის - „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მალულად განთავსებული არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქის, მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული 409 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევი მოქალაქე უაქციზო სიგარეტის შემოტანას მიკროავტობუსის სხვადასხვა ადგილას წინასწარ მოწყობილი სამალავებით შეეცადა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება
04.06.2026.15:51
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი, 73-ე ეტაპი გაიმართება.
20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ახალ ნათელღებულებს დალოცავს.