საჩხერის მუნიციპალიტეტი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადავიდა
საჩხერის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მართვას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია უზრუნველყოფს. აღნიშნულ მომსახურებას მუნიციპალიტეტში აქამდე შპს „საჩხერის წყალკანალი“ ახორციელებდა.
ცვლილებასთან დაკავშირებით, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და დირექტორის მოადგილე გიორგი გიორგობიანი საჩხერის წყალმომარაგების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის კომპანიის ოპერირების სისტემაში ინტეგრირების პროცესს და იმ ძირითად ამოცანებს, რომლებიც გარდამავალ ეტაპზე უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას, მომსახურების უწყვეტობის შენარჩუნებასა და თანამშრომელთა გამოცდილების ეფექტიანად გამოყენებას.
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ პროცესის მიმართ სამინისტროს სრული მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოპერირების არეალში გადასვლა მნიშვნელოვანი ნაბიჯია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების უფრო ეფექტიანი მართვის მიმართულებით. მისი თქმით, ყველა დაგეგმილი პროცესი ეტაპობრივად, კოორდინირებულად და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ეტაპობრივად შეაფასებს მუნიციპალიტეტში არსებულ ტექნიკურ და საოპერაციო მდგომარეობას, რის საფუძველზეც განისაზღვრება შემდგომი სამუშაოების მიმართულებები. ცვლილების მიზანია ერთიანი მართვისა და მომსახურების სტანდარტების დანერგვა, ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვა და მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხარისხიანი, საიმედო და უწყვეტი მომსახურების უზრუნველყოფა.
სხვა სიახლეები
დაზიანებული ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
20.07.2026.17:30
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო - საავტომობილო" შეჩერებული იქნა უცხო ქვეყნიდან შემოსული 13 350 ცალი ვარდის ტოტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
საქონლის სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდა საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.