სად აშენდება იუსტიციის სახლები
მცხეთის, გლდანის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის შროშის, ცაიშის, ზოტის და ტოლების იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოებისთვის სახელმწიფო შესყიდვა გამოცხადდა, რომლის საერთო ბიუჯეტიც 26 959 642 ლარია.
8 იუსტიციის სახლის აშენების მსურველმა სუბიექტმა შესაბამისი განაცხადი წარდგენა 15 ნოემბრის 12 საათამდე უნდა უზრუნველყოს. მათი მშენებლობა კი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა მოესწროს.
სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვების განფასებისას უნდა გაითვალისწინოს თითოეული ობიექტის ზედა ზღვრული ღირებულებები:
1. მცხეთის იუსტიციის სახლის - 4 546 217.15 ლარი
2. გლდანის იუსტიციის სახლის - 11 428 625,41 ლარი
3. საგარეჯოს იუსტიციის სახლის - 3 781 888.13 ლარი
4. ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის - 1 457 038.49 ლარი
5. შროშის იუსტიციის სახლის - 1 475 082.30 ლარი
6. ცაიშის იუსტიციის სახლის - 1 372 841.76 ლარი
7. ზოტის იუსტიციის სახლის - 1 409 246.39 ლარი
8. ტოლების იუსტიციის სახლის - 1 488 703.25 ლარი.
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე:
1. მცხეთის იუსტიციის სახლი - ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა N9. ს/კ 72.07.014.220
2. გლდანის იუსტიციის სახლი - ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩა N81. ს/კ 01.11.10.003.020
3. საგარეჯოს იუსტიციის სახლი - ქ. საგარეჯო. ს/კ 55.12.54.000.066
4. ცაიშის იუსტიციის სახლი - ზუგდიდის მუნიციპანილეტი სოფ. ცაიში. ს/კ 43.20.42.560
5. შროშას იუსტიციის სახლი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტი სოფ. შროშა. ს/კ 32.07.38.300
6. ტოლების იუსტიციის სახლი - ქალაქი სამტრედია, სოფელი ტოლები. ს/კ 34.10.48.229
7. ზოტის იუსტიციის სახლი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი სოფ ზოტი. ს/კ 28.23.21.519
8. დაბა ხელვაჩაურის იუსტიციის სახლი - ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური. ს/კ 05.35.27.028 და 05.35.27.374
სსიპ იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული.
იუსტიციის სახლი მოქალაქეებს აწვდის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებებისა და კერძო სექტორის 470-ზე მეტ სერვისს.
იუსტიციის სახლის მიზანია: მომხმარებლისათვის, ერთი ფანჯრის პრინციპით, სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება; სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება.
იუსტიციის სახლი სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმით მნიშვნელოვნად ამარტივებს საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების ურთიერთობას საჯარო სექტორთან.
იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 117 ფილიალში, ყოველდღიურად 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს, მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. იუსტიციის სახლის მომხმარებელს საშუალება აქვს, ერთ სივრცეში მიიღოს 470-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი. მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნის მიზნით, იუსტიციის სახლი მუდმივად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა - როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის სერვისების დამატებას, რათა მომხმარებლებმა ერთ სივრცეში, რაც შეიძლება მეტი სერვისის მიღება შეძლონ.
იუსტიციის სახლი მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა. საგანგებოდ შემუშავდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელითაც იუსტიციის სახლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი იმართება.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.