მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ქვეყნის სადაზღვევო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ალდაგი" შეუერთდა, რომელიც ბაზარზე 35-წლიანი გამოცდილებითაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ „ალდაგი" დღესაც ინარჩუნებს ინდუსტრიის წამყვანი კომპანიის სტატუსს, რაც დასტურდება როგორც MSME და კორპორატიულ, ისე საცალო დაზღვევის სეგმენტებში. კომპანიის პორტფელი 150,000-მდე დაზღვეულ მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაც 80-ზე მეტ მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს.

კომპანიის ფინანსური სიმყარე და მართვის მაღალი სტანდარტი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. 2023 წელს „ალდაგი" გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელმაც AM Best-ის გლობალური რეიტინგი მოიპოვა, ხოლო 2025 წელს რეიტინგი კიდევ უფრო გაუმჯობესდა: ფინანსური სიძლიერის მაჩვენებელი B+, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bbb- კატეგორიამდე გაიზარდა. „ალდაგის" ლიდერობას რეგიონულ მასშტაბით ადასტურებს ისეთი პრესტიჟული გამოცემების ჯილდოები, როგორიცაა Euromoney, World Finance და Global Brand Magazine.

„ალდაგი" მუდმივად ნერგავს ინოვაციებს და ქმნის ახალ პრეცედენტებს: 2022 წელს კომპანიამ გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითაც გახდა პირველი მოთამაშე ბაზარზე, რომელიც ერთდროულად დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი.

ინოვაციურობისთვის კომპანიას მიღებული აქვს Global Compact Georgia-ს სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო. 500-მდე პროფესიონალით დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყოფს, რომ ალდაგი დარჩეს ყველაზე აღიარებულ ბრენდად და მომავალზე ორიენტირებულ პარტნიორად, რომელიც მომხმარებელს ევროპული სტანდარტის სერვისებს სთავაზობს.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შემოუერთდა ისეთი მაღალი რეპუტაციისა და მყარი ფინანსური მაჩვენებლების მქონე კომპანია, როგორიც „ალდაგია". სადაზღვევო სექტორის განვითარება პირდაპირპროპორციულია ქვეყანაში ბიზნესის მდგრადობისა და ეკონომიკური სტაბილურობის. დარწმუნებული ვარ, „ალდაგის" მრავალწლიანი გამოცდილება, მათი ინოვაციური მიდგომები და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულება მნიშვნელოვან ღირებულებას შემატებს ჩვენს ასოციაციას. მივესალმები ჩვენს დიდ ბიზნეს გაერთიანებაში და მზად ვართ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის | გარემოს ეროვნული სააგენტო

28.09.2026.16:32

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა