მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაციას ითვალისწინებს

news image
mbc image
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა  მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონპროექტის თანახმად, 2025 წლის 1 ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. 

ამასთან, შეწყდება ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე საქმეებზე.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ განაცხადა, ზედმეტად გაცემული თანხების ლეგალიზაცია შეეხება: პენსიის მიმღებ 1600-ზე მეტ პენსიონერს, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ 250-ზე მეტ პირს, სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს და საარსებო შემწეობის მიმღებ 1400-ზე მეტ ოჯახს. 

„რაც შეეხება თანხებს, სახელმწიფო პენსიის შემთხვევაში ის 1 200 000 ლარზე მეტია,  სახელმწიფო კომპენსაციის შემთხვევაში - 600 000 ლარი,  სოციალური პაკეტის შემთხვევაში - დაახლოებით 130 000 ლარი, ხოლო  საარსებო შემწეობის შემთხვევაში - 2 600 000 ლარი. მთლიანად ეს თანხა 4 500 000 ლარს შეადგენს," - აღნიშნა ირინე წაქაძემ.


banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, ტაილანდში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

12.10.2026.11:29

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. 

დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.

ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის  ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იერუნ კლიკსა და მარნიქს ვან რეისთან, ასევე შეხვდება ჩინეთის ცენტრალური ბანკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებს. 

სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.

ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი IMF-ის ორგანიზებით და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის ჯიჰად აზურის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს „Governor Talk“ სესიაში, სადაც გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობისა და ინფლაციური გამოწვევების პირობებში მონეტარული პოლიტიკის განხორციელებაზე, ინფლაციის მართვაზე, დედოლარიზაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.

სებ-ის პრეზიდენტი  და ფინანსთა მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავენ ჩინეთის ცენტრალური ბანკის მმართველთან, ასევე ნათია თურნავა შეხვდება არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველს. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებიც.

ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა