მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, 130 მეწარმე სუბიექტის მიმართ ინვენტარიზაციის პროცედურები განახორციელეს

news image
mbc image

საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, 130 მეწარმე სუბიექტის მიმართ ინვენტარიზაციის პროცედურები განახორციელეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით მუდმივ რეჟიმში ხორციელდება მიმდინარე კონტროლის სხვადასხვა სახის ღონისძიება, მათ შორის ხე-ტყის პროდუქციის შეძენა-რეალიზაციით დაკავებული პირების საქმიანობის მიმდინარე საგადასახადო კონტროლის პროცედურები / ინვენტარიზაცია, რაც გულისხმობს გადასახადის გადამხდელების საქმიანობის შესწავლას ადგილზე ვიზიტით. აღნიშნული პროცედურა მოიცავს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას და გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებას.

კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ინვენტარიზაცია ჩატარდა 130 მეწარმე სუბიექტთან, 3 ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ კონტროლის პროცედურები ხორციელდება გადასახადის გადამხდელების სამუშაო საათების გათვალისწინებით და ამასთან, არ ხდება მათი საქმიანობის პროცესის შეფერხება.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით, მომავალშიც განახორციელებენ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებს. შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები“.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image არასწორია, თითქოს აშშ-ის სასამართლომ საქართველოს „ენკას“ სასარგებლოდ $400 მილიონი დააკისრა, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში პროცესი არ მიმდინარეობს - ბექა ძამაშვილი

16.09.2026.20:13

იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, დღეს ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

მისი თქმით, სინამდვილეში, ვაშინგტონის სასამართლოში არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს, რომელიც არსებითად მსჯელობს ამ საკითხზე და საქმე შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, რომელიც ორი წლის წინ, 2024 წელს მიიღო პარიზის არბიტრაჟმა და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს პარიზის სააპელაციო სასამართლოში.

„სწორედ პარიზში მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროცედურები, რომელმაც უნდა საბოლოოდ გადაწყვიტოს ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება თუ არა. საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნილი აქვს ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ჩვენ მიმდინარე წლის ბოლომდე არ ველოდებით რაიმე გადაწყვეტილებას ამ საქმეზე. რაც შეეხება ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს შეეხებოდა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილს, რადგან მხარე არ დაელოდა პარიზში პროცედურების დასრულებას და პარალელურად სცადა ამ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების პროცედურების დაწყება.

მისი თქმით, ვაშინგტონის სასამართლო მსჯელობდა უნდა დალოდებოდა თუ არა პარიზში პროცედურების დასრულებას.

„ეს გადაწყვეტილება, რომელსაც აშუქებენ ცალკეული ტელევიზიები, მხოლოდ პროცესუალურად შეეხება იმას, რომ ვაშინგტონში პარალელურად გაგრძელდება ეს პროცედურები. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება და ვაშინგტონის იურისდიქციაშიც ექვემდებარება შემდეგ გასაჩივრებას, რასაც, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობა გამოიყენებს ამ იურიდიულ შესაძლებლობას და ჩვენ ყველა იურისდიქციაში ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესებს“, - აღნიშნა ძამაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა