საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სხვა სიახლეები
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება
18.09.2026.10:30
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება. მათ ამ დრომდე შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
აბიტურიენტი პროგრამების ასარჩევად უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.
მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც: