მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა

news image
mbc image

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მცდელობის, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაამზადეს ორი ერთეული ყალბი „ცნობა ყურძნის წარმოშობის შესახებ“. დოკუმენტებში შეტანილი იყო ყალბი მონაცემები, თითქოსდა რქაწითელის ჯიშის ყურძნის ადგილწარმოშობა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭანდარი.

აღნიშნული ყალბი ცნობების გამოყენებით, ბრალდებულები შეეცადნენ, ჭანდარის ღვინის ქარხანაში 20 600 კილოგრამი დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძენი ჩაებარებინათ.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ComCom-ის თავმჯდომარემ კომისიის წევრთან ერთად ITU-EKIP 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

29.09.2026.10:52

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, ComCom-ის წევრთან, ეკატერინე იმედაძესთან ერთად, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და მონტენეგროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სააგენტოს (EKIP) მიერ ორგანიზებულ 2026 წლის ევროპის რეგიონულ მარეგულირებელ ფორუმში (ITU-EKIP Regional Regulatory Forum for Europe 2026) მიიღო მონაწილეობა.

ფორუმის გახსნის სესიის ფარგლებში ComCom-ის თავმჯდომარე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და კომუნიკაციების სექტორში მარეგულირებელი ორგანოების როლზე, დარგის დინამიკასა და ცვლილებებისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა. გოგა გულორდავამ საიმედო, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ციფრული სერვისების განვითარების აუცილებლობასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

„სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ გარემოში იცვლება ბაზრებიც და ადამიანებს სჭირდებათ სანდო, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ციფრული სერვისები. როგორც მარეგულირებლები, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ ცვლილებებისთვის. კომუნიკაციების კომისიაში ამ მზადყოფნას აღვიქვამთ, როგორც სწავლის, ადაპტაციისა და თანამშრომლობისთვის ღიაობას. ჩვენ უნდა გვესმოდეს და ვიცნობდეთ ახალ ტენდენციებს, მოვუსმინოთ მომხმარებლებსა და ინდუსტრიის წარმომადგენლებს. მზად უნდა ვიყოთ, საჭიროების შემთხვევაში, განვაახლოთ ჩვენი მიდგომები. დღეს არსებული გამოწვევები ეროვნული საზღვრებით არ შემოიფარგლება. არც ერთ მარეგულირებელს არ აქვს ყველა კითხვაზე პასუხი. სწორედ ამიტომ არის რეგიონული თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი”. - განაცხადა გოგა გულორდავამ.

ITU-EKIP ფორუმის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის (EaPeReg) სახელით მონაწილეობა მიიღო სესიაში სახელწოდებით „ინსტიტუციებსა და საზღვრებს შორის მარეგულირებელი მიდგომების თანხვედრის გაძლიერება“. სესიის მთავარ თემას მარეგულირებლების 26-ე გლობალური სიმპოზიუმის (GSR-26) შედეგების, GSR-26-ის დროს მიღებული საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელოსა და ციფრული ბაზრების რეგულირების მიმართულებით კოორდინაციის გაძლიერების საკითხები წარმოადგენდა.

სესიის ფარგლებში ეკატერინე იმედაძემ აღნიშნა, რომ ციფრული ბაზრები ეროვნულ საზღვრებსა და ცალკეული უწყებების კომპეტენციებს სცდება, რაც მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლის საჭიროებას უსვამს ხაზს. ციფრული ქსელების აქტისა (Digital Networks Act) და მობილურ მოწყობილობასთან სატელიტური კავშირის (D2D) მაგალითებზე მან ისაუბრა საერთო ევროპული პრინციპების დანერგვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სექტორისა და ახალი გამოწვევების დაძლევაში ქვეყნებს საკუთარი ბაზრების თავისებურებების გათვალისწინების მოქნილობაც დაეხმარება.

ფორუმის სპეციალურ სესიაში, რომელიც დაკავშირებადობის დაგეგმვის პლატფორმის (CPP) პრაქტიკაში გამოყენების საკითხს მიეძღვნა, მოხსენებით გამოვიდა კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენელი. სესიაზე განხილულ იქნა, თუ როგორ ხდება CPP-ის დახმარებით ტელეკომ ინფრასტრუქტურაში არსებული ხარვეზების გამოვლენა/იდენტიფიცირება, ფართოზოლოვანი დაკავშირებადობის სტრატეგიების დაგეგმვა და შესაბამისი ინვესტიციების მობილიზება.

ფორუმის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა გააზიარეს ხედვები და საუკეთესო პრაქტიკა რეგულირების მიმართულებით არსებულ ტენდენციებსა და სიახლეებზე; განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: უნივერსალური და სრულფასოვანი დაკავშირებადობა, მდგრადი ციფრული ინფრასტრუქტურა, ბაზრის მონიტორინგი, მომხმარებლებისა და მათი უფლებების დაცვა, სატელეკომუნიკაციო ბაზრების სწრაფად განვითარების ფონზე რეგულირების პრიორიტეტების ცვალებადობა და სხვა. გარდა ამისა, ფორუმის ფარგლებში გაიმართა ITU-ს ახალი ინსტრუმენტების, მათ შორის - გლობალური ეკონომიკური მოდელის კვლევის (GEMS) წარდგენა.

ფორუმის ფარგლებში ჩატარდა სესიები ისეთ საკვანძო თემებზე, როგორიცაა: მომსახურების ხარისხი და მდგრადობა; სატელეკომუნიკაციო ბაზრებზე ეფექტიანი კონკურენციის ხელშეწყობა; მარეგულირებელი პრიორიტეტების/მიზნების განსაზღვრა მომხმარებელთა მოლოდინების შესაბამისად; ციფრული ბაზრების მონიტორინგისა და გაზომვისთვის საჭირო ანალიტიკური და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტები; მობილური ქსელების, თანამგზავრული დაკავშირებადობის, მონაცემთა ცენტრებისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების განვითარებისთვის ინოვაციების ხელშეწყობა; უნივერსალური დაფარვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზები; რეგიონში ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებისათვის სტრატეგიების შემუშავება; ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების ტენდენციები; ტელეკომუნიკაციის ახალი ტექნოლოგიების რეგულირების სტრატეგიები და სხვ.

ITU-სა და EKIP-ის 2026 წლის ევროპის რეგიონული მარეგულირებელი ფორუმის მიზანია ევროპის რეგიონში ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში დაინტერესებული მხარეების, კერძოდ, მარეგულირებელი ორგანოების, ექსპერტების, ოპერატორების, ინდუსტრიის ლიდერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების გაერთიანება და დიალოგის ხელშეწყობა ღონისძიების მთავარ თემაზე - „გლობალური პრინციპებიდან რეგიონულ პრაქტიკამდე: ეფექტიანი ციფრული ბაზრების ფორმირება“. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ღონისძიება ეფუძნება მსოფლიო ტელეკომუნიკაციების განვითარების კონფერენციების (WTDC) ფარგლებში შემუშავებულ ITU-ს ევროპის რეგიონის 2026-2029 წლის ინიციატივებს, კერძოდ კი, ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზანს (ITU Regional Initiative for Europe on Digital Infrastructure Development).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა