მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა

news image
mbc image

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

თბილისის 221-ე საჯარო სკოლაში პროექტის მონაწილეებს კურსის დასრულება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. მოსწავლეებს „სკოლის საარჩევნო ამბასადორის“ სტატუსი მიენიჭათ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, პროექტი ხელს უწყობს საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას სკოლის ასაკიდან და ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მისი თქმით, პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც მოზარდებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიაზრონ საკუთარი როლი ქვეყნის განვითარებაში და ქმნის საფუძველს გრძელვადიან პერსპექტივაში საარჩევნო კულტურის განვითარებისთვის.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ყურადღება გაამახვილა პროექტის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების კომპონენტებს, რაც მოსწავლეებს დაეხმარება, მიღებული ცოდნა ეფექტიანად გამოიყენონ ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

ღონისძიებას ასევე დაესწრო სკოლის დირექტორი ინგა სააკაშვილი, რომელმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში ასევე ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე. 

საპილოტე პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ ერთი თვის განმავლობაში 6 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტში დედაქალაქის მასშტაბით 50 საჯარო სკოლის, VII-X კლასების, 900-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა სამდღიანი ინტერაქციული კურსის განმავლობაში შეისწავლეს დემოკრატიული არჩევნების არსი, მედიაწიგნიერების საფუძვლები, ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობა და გაიღრმავეს ცოდნა სასკოლო თვითმმართველობის არჩევნების პროცესის შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა პროექტი დადებითად შეაფასეს.

პროექტი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის ამაღლება, არჩევნების პოპულარიზაცია, არჩევნების მნიშვნელობის გააზრება, ცესკოსა და სწავლების ცენტრის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით განხორციელდა. მიღებული დადებითი გამოცდილებისა და მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პროექტის განხორციელების ეტაპებისა და შედეგების შეფასების შემდეგ, სამომავლოდ, პროექტის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ეტაპობრივი დანერგვა იგეგმება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია

14.08.2026.20:11

79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია.

ბადრი ვადაჭკორია მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში სპეციალურ კორესპონდენტად (1971-იდან). იყო საქტელერადიოკორპორაციისა და „ახალი ქართული გაზეთის“ საკუთარი კორესპონდენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (1998–2002). გაზეთების „ნატვრისთვალის“, „ახალგაზრდა კომუნისტის“ სპეციალური კორესპონდენტი. 1994–1998 წლებში მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. არის საერთაშორისო ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.

საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) წევრი (1982), ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი (1993) და ჟურნალისტთა ფედერაციის პრიზის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი (2005).

იყო 25 ფოტოკრებულის და 6 წიგნის ავტორი. მისი ნამუშევრებია: ფოტოალბომი „ქართული სული“ (2007, I ტ.), „ჩემი საქართველო“ (2010) და სხვ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა