მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

ეროვნული ბანკი რეგულარულად მართავს სემინარებს არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას - ირმა ბოკუჩავა

news image
mbc image

არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში სემინარების სერია „არასაბანკო სექტორის მდგრადობა: გამჭვირვალობა და ანგარიშგება" გაიმართა, რომელსაც 200-ზე მეტი სუბიექტი დაესწრო.

აღსანიშნია, რომ სასწავლო-სამუშაო სემინარების სერია ბოლო სამი წელია ტარდება ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

შეხვედრების ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების წარმომადგენლებსა და სესხის გამცემ სუბიექტებს ანგარიშგების მიმართულებით განახლებული მოთხოვნები წარუდგინა, რომელიც საოპერაციო საქმიანობის ანგარიშგების სტანდარტების გაუმჯობესებასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. სემინარის მონაწილეები ასევე გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების შევსებისა და ელექტრონული პორტალის გამოყენების განახლებულ ინსტრუქციას.

სემინარები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ თავიანთი გამოცდილება, ემსჯელათ არასაბანკო სექტორის გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე რეგულარული საგანმანათლებლო შეხვედრების აუცილებლობაზე. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

„ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს რეგულარულად მართავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საფინანსო სექტორის განვითარებას, მის აღჭურვას აუცილებელი ცოდნითა და უნარებით, რათა დაცული იყოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ეთიკური სტანდარტები. ჩვენი მიზანია არასაბანკო სექტორში რისკების შემცირება და ეფექტიანი მართვა, რაც საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და სანდოობის წინაპირობაა", - განაცხადა არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირმა ბოკუჩავამ.

მსგავსი შეხვედრები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საგარეჯოს ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

17.08.2026.15:40

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

75 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

გარკვეული შენიშვნებისა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ, საბავშვო ბაღი ექსპლუატაციაში მიღებისთვის მზად იქნება. საგარეჯოს ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა აღსაზრდელებისთვის საჭირო საგანმანათლებლო, დასასვენებელი, სათამაშო და სარეკრეაციო სივრცეები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა