საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიმდინარე მშენებლობის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის და პერიოდული შეკეთების სამუშაოების პროცესების ხარისხის კონტროლსა და მის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.
დეპარტამენტის შესაბამისი სამსახური მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს და წარმოდგენილი დასკვნების შესაბამისად ხდება შემდგომი რეაგირება.
ხარისხის კონტროლის ფარგლებში მოწმდება ასფალტ-ბეტონის ნარევი და საფარი, მყარი ბეტონის და ბეტონის ნარევი, შემკვრელები, ქვის მსხვილი და წვრილი შემავსებლები, არმატურა, გრუნტები, საფუძვლის ფენები, გზების საექსპლუატაციო პარამეტრები, საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური და ვერტიკალური საგზაო მონიშვნები, ფერდების მონიტორინგი/უსაფრთხოება და საინჟინრო ნაგებობების არსებული მდგომარეობა.
ამ ეტაპზე, ხარისხის კონტროლის სამსახური საერთაშორისო მნიშვნელობის ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის ლოტი №2 მონაკვეთის მიმდინარე სამუშაოების ხარისხს ამოწმებს. კერძოდ: მოწყობილი ასფალტ-ბეტონის საფარიდან ხორციელდება ნიმუშების აღება და შემდგომში მათი ფიზიკო-მექანიკური თვისებების შესამოწმებლად ლაბორატორიაში გაგზავნა.
ხარისხის კონტროლისა და გაუმჯობესების კომპონენტის გაძლიერება საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.
სხვა სიახლეები
მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა - ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული - ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით, მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ | ვილი სანიოლი
26.09.2026.23:29
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება. სანიოლი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების ფეხბურთელებს.
„ძვირფასო საქართველო,
გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.
მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.
თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.
აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს.
საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.
მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.
მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის.
ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით", - წერს ვილი სანიოლი.