მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შენელებაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია - რევაზ სოხაძე

news image
mbc image

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შენელების შესახებ ექსპერტების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებების დროს აუცილებელია კონკრეტული პროექტების, საინჟინრო სირთულისა და ქვეყნის რელიეფური და კლიმატური პირობების გათვალისწინება.

„როდესაც ოპონენტები საუბრობენ, რომ ბოლო ექვს წელში რაიმეს ტემპი შეჩერდა, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი, ალბათ ავიწყდებათ, რომ სწორედ ბოლო ექვს წელში დასრულდა ყველაზე მნიშვნელოვანი - რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთია არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ რეგიონში“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპის შეფასებისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს კონკრეტული პროექტების მასშტაბი და სირთულე, ასევე რელიეფი, გეოლოგიური და კლიმატური პირობები.

„როდესაც რომელიმე ექსპერტი ერთმანეთს რაღაცას ადარებს, ალბათ, უნდა გაითვალისწინოს კონტექსტიც. ექსპერტებს ვურჩევდი, გაითვალისწინონ რელიეფი, გეოლოგია, სხვადასხვა კლიმატური პირობები და ა.შ., როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპზე საუბრობენ,“- აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს.

მისი თქმით, დასრულდა ბათუმი-სარფის ახალი გზისა და გვირაბის პროექტის ტენდერი და უახლოეს დღეებში მშენებლობა დაიწყება. ასევე დასრულებულია თბილისის შემოვლითი გზის მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე მონაკვეთების ტენდერები და სამუშაოების დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება.
აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა კახეთის მიმართულებით, ბადიაურის მონაკვეთზე, რომლის დასრულებაც უახლოეს თვეებშია დაგეგმილი. ამის შემდეგ ბადიაური-ბაკურციხის გზის მეოთხე და მეხუთე მონაკვეთების მშენებლობაზე ტენდერები გამოცხადდება.

მინისტრის განცხადებით, აქტიურად გრძელდება კობი-ქვეშეთის გზის მშენებლობაც. დასრულებულია 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდის მშენებლობა.

„უამრავი პროექტი შემიძლია დაგისახელოთ, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით ან დასრულდა, ან მიმდინარეობს და იმაზე საუბარი, რომ რაიმე შენელდა, მგონია, რომ უბრალოდ არასერიოზულია“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა - ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული - ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით, მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ | ვილი სანიოლი

26.09.2026.23:29

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოს ემშვიდობება. სანიოლი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფეხბურთის ფედერაციას და ნაკრების ფეხბურთელებს.

„ძვირფასო საქართველო,

გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ.

მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.

თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით.

აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს.

საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება.

მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ.

მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის.

ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით", - წერს ვილი სანიოლი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა