საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელებს და კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღებს.
ცვლილებების მიზანია, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ცვლილებების თანახმად, დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება, ან მნიშვნელოვნად დაიკლებს, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებისთვის. ცვლილება ქულათა სისტემასაც შეეხება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ლიბანის ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრს შეხვდა
24.06.2026.12:12
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე ლიბანის სახელმწიფო ადმინისტრაციული რეფორმების მინისტრს, ფადი მაკკის შეხვდა.
მხარეებმა საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების დინამიკა განიხილეს და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც ლიბანისთვის, მიმდინარე ადმინისტრაციული რეფორმების პროცესში, სასარგებლო იქნება.
ვიზიტის ფარგლებში, ლიბანის დელეგაციამ მოინახულა თბილისის ტექნოპარკის სივრცეები და დეტალურად გაეცნო სააგენტოს მიერ დანერგილ პროგრამებს, სტარტაპ-ეკოსისტემის ხელშემწყობ მექანიზმებსა და ქვეყნის ტექნოლოგიურ პოტენციალს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან წინსვლაზე, რომელიც საქართველომ ინოვაციური ეკოსისტემის ზრდის მიმართულებით აჩვენა. ასევე საუბარი შეეხო მოქნილ საშეღავათო პირობებსა და ინოვაციური ბიზნესების მასშტაბირების ხელშეწყობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.