მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი - მაია ბითაძე

news image
mbc image

მაია ბითაძე: საკანონმდებლო ცვლილებებით იზრდება დაცული ტერიტორიების ფართობი, რაც თვალნათლივ მიუთითებს დამოკიდებულებას ჩვენი საგანძურის, -დაცული ტერიტორიებისადმი 

 

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე დაცული ტერიტორიების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი სამი კანონპროექტი განიხილა.

 

პროექტები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ,  ნინო თანდილაშვილმა გააცნო დეპუტატებს. 

 

მისი თქმით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"  კანონის მე-14 მუხლის თანახმად, დემარკაციის შედეგებზე დაყრდნობით, დაცული ტერიტორიის საზღვრის ცვლილებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი იღებს. სწორედ ამიტომ მან  კომიტეტს პირველი მოსმენით  განსახილველად წარუდგინა „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი.

 

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილების მიზეზია ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგების ასახვა კანონში. ჩატარებული დემარკაციის სამუშაოების შედეგად, ერუშეთის ეროვნული პარკის ფართობი 11 385 ჰა-დან  22 ჰა-თი  იზრდება და 11 407 ჰა-ს შეადგენს.

 

კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „ჯავახეთის დაცული ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. 

 

ნინო თანდილაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტით ხდება კანონში ფარავნის ტბის აღკვეთილის, აბულის ტბის აღკვეთილის და საღამოს ტბის აღკვეთილის საზღვრების დემარკაციის შედეგების ასახვა. ცვლილების შესაბამისად განისაზღვრება აღნიშნული აღკვეთილების ფართობები და გეოგრაფიული კოორდინატები. კერძოდ, ფარავნის ტბის აღკვეთილის ფართობმა 3996 ჰა, აბულის ტბის აღკვეთილის ფართობმა 240 ჰა, საღამოს ტბის აღკვეთილის ფართობმა  634 ჰა შეადგინა. 

 

მეორე მოსმენით წარდგენილ კანონპროექტში „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  აისახება დემარკაციის სამუშაოების შედეგად მიღებული კოორდინატები და ცივ-გომბორის აღკვეთილის ფართობი 4935,8 ჰა-დან გაიზარდა 73,2 ჰა-თი და 5009 ჰა შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი და შეადგინა 6031,5 ჰა.

 

„დაცული ტერიტორიების დემარკაციის მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. 2016 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და უკვე ბევრი დაცული ტერიტორიის დემარკაცია განხორციელდა, რამაც ერთი მხრივ, მოსახლეობას ხელი შეუწყო თავისი საკუთრებით ესარგებლა და მეორე მხრივ, რეალური დაცული ტერიტორიების საზღვრები ინვენტარიზებულია და ამით ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას კიდევ უფრო მყარი საფუძველი უჩნდება.  ყველა განხილულ პროექტში ხდება  დაცული ტერიტორიების ფართობის ზრდა, რაც თვალნათლივ მიუთითებს მიდგომაზე, თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი საგანძურის, დაცული ტერიტორიებისადმი", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

 

კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა