მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველო 2:2 ბელგია - ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფს ლიდერობს!

news image
mbc image

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა. რამაზ სვანაძის გუნდმა ბელგიის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 2:2 დაასრულა. 

პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა. 51-ე წუთზე, ჩვენმა გუნდმა სხვაობა შეცვლაზე შემოსული გიორგი წიტაიშვილის გოლით შეამცირა, ასევე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გულიაშვილმა კი, 87-ე წუთზე გატანილი გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2. 

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 27 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრებთან პაიჭაძის სტადიონზე გამართავს.

რამაზ სვანაძე: "თამაში შემიძლია ორ ნაწილად გავყო. პირველი ტაიმი დისციპლინის ნაკლებობის მაგალითია, და ეს ეხება მთელ გუნდს. განსაკუთრებით მაღალი კლასით და ინდივიდუალური ოსტატობით გამორჩეულ გუნდებთან ამას პრობლემები მოჰყვება. მეორე ტაიმი იყო ჩვენი მენტალური სიძლიერის და სწორი მიდგომის მაგალითი. საბოლოო შედეგი, როგორც ემოციური, ისე სატურნირო თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო.

მადლობა ბიჭებს. არ არის მარტივი ასეთ ჯგუფში ორი ტურის შემდეგ იყო პირველ ადგილზე და წაუგებლად ითამაშო მაღალი დონის გუნდებთან. პირველი ტაიმი უდიდესი გამოცდილება იყო. ყველა ფეხბურთელს არ ეხება, მაგრამ გრანდებთან შედარებით არ ვართ ასეთ რიტმში თამაშს მიჩვეულები. მადლობა არაჩვეულებრივ გულშემატკივარს. მათ მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ და ბოლო თამაშზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯგუფური ეტაპი წარმატებით დავასრულოთ.

მოედანზე სიტუაციას მარტო მწვრთნელი ვერ შეცვლის. როდესაც არსებობს რწმენა და ურთიერთგაგება გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს შორის, ნებისმიერი თამაშის გადარჩენის შანსი არსებობს. ის ფაქტორი, რომ სახლში, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ მნიშვნელოვანია. პირველი თამაშის შემდეგ, არ გვქონდა უფლება, რომ დღეს მოედანი თავაწეულებს არ დაგვეტოვებინა.

ნიკა გაგნიძის ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს. ამიტომ, ტრავმის სირთულეზე საუბარი არ შემიძლია. ერთი შეხედვით, მსუბუქი დაზიანება არ ჩანს, თუმცა მეტი ხვალ გვეცოდინება."

ანზორ მექვაბიშვილი: "ორი განსხვავებული ტაიმი გამოვიდა. ვფიქრობ, პირველ ნახევარი ყველა კომპონენტში დავთმეთ. ვერ ვასრულებდით დავალებებს. გასახდელში საუბარმა, რომელიც სტადიონზე მოსული გულშემატკივრების დაფასებას ეხებოდა, დიდი გარდატეხა შეიტანა თამაშში. ვგრძნობდი, რომ ბიჭებს თამაშის შემოტრიალების ჟინი და ემოცია ჰქონდათ.

შეგვეძლო მოგებაც, თუმცა ასეთი მძიმე ტაიმის შემდეგ, ქულა ძალიან კარგი შედეგია. მადლობა გუნდის პერსონალს, ბიჭებს და გულშემატკივრებს, რომლებიც ერთი წამი არ გაჩერებულან. მატჩის შემდეგ, ქომაგებთან ტრადიციული რიტუალის შესრულებისას, თვალზე ცრემლი მომადგა. არასდროს ვნებდებით, ყოველთვის ვცდილობთ, რომ საუკეთესო შედეგი ვაჩვენოთ და ქომაგი სახლში დამწუხრებული არ გავუშვათ."

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა