მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პარტნიორობით  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, პირველად საქართველოში, ქართული დამწერლობის მუზეუმი გაიხსნება.

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი  ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ მოაწერეს.

„ქართული დამწერლობა მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის ერთ-ერთია. ქართულ ენაზე ხელნაწერების და შემდეგ უკვე ბეჭდური გამოცემების შექმნის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ეროვნული ბიბლიოთეკის დამწერლობის მუზეუმში ეს ისტორია ციფრულად იქნება მოყოლილი. საქართველოს ბანკი კი დამწერლობის მუზეუმის ტექნიკურად აღჭურვას უზრუნველყოფს. ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში დამწერლობის მუზეუმისთვის გამოყოფილ სპეციალურ სივრცეში, რომლის რესტავრაცია ამჟამადაც მიმდინარეობს, განთავსდება ციფრული ინსტალაციები, რომლებიც ქართული დამწერლობის ისტორიას ასახავენ.   წარმოდგენილი იქნება ასომთავრული, ნუსხახუცური და მხედრული დამწერლობის ნიმუშები, ასევე ქართული შრიფტების განვითარების ეტაპები. მუზეუმის სივრცეში ასევე განთავსდება ციფრული ინსტალაციები, რომლებიც მსოფლიო დამწერლობის ისტორიას გაგვაცნობენ“- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ამბიციურ, მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელებას შევუწყოთ ხელი. გვჯერა რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად შექმნილ ამ სივრცეს ბევრი დამთვალიერებელი ეყოლება და ის  როგორც ქართველი, ისე უცხოელი ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და შთამბეჭდავი ადგილი გახდება. საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხიმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა