მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

"საქართველოს ბანკის სტიპენდია ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლაში"

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. 120 000-ზე მეტი ბენეფიციარი, 40-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი, 16 პარტნიორი უნივერსიტეტი და 160-ზე მეტი სტიპენდიატი, 9 რეგიონში გახსნილი 21 იდეათეკა... ეს რიცხვები საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი ინიციატივების შედეგების მხოლოდ ნაწილს ასახავს. ბანკის გუნდი არ ჩერდება.

განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იოსებ ოცხელის სკოლაში სასტიპენდიო პროგრამა შეიქმნა.  

ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სწავლების მესამე საფეხურზე მყოფ, საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეებს სამი წლის განმავლობაში გადასცემს სტიპენდიას, რაც მათთვის უკეთ სწავლის დამატებითი მოტივაცია და ჯილდო იქნება.

დღეს ოცხელის სახელობის სკოლაში 2000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. 2015 წლიდან დღემდე ამ სასწავლო დაწესებულებას მურად ჯიშკარიანი ხელმძღვანელობს, რომელსაც  2023 წელს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

,,კერძო სექტორის ინვესტიციები და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, რომ შევქმნათ მოსწავლეებისთვის თანაბარი და ძლიერი საგანმანათლებლო გარემო, გვიხარია, რომ საქართველოს ბანკი გახდა ჩვენი პარტნიორი და გვჯერა, რომ ერთად კიდევ დიდხანს ვიზრუნებთ ჩვენი მოსწავლეების წარმატებაზე“, - აღნიშნავს იოსებ ოცხელის სახელობის სკოლის დირექტორი, მურად ჯიშკარიანი.

ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის შესახებ

ქუთაისში იოსებ ოცხელის სახელობის სკოლის ისტორია 1880 წელს იწყება, როდესაც, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამსახურებით პირველი ქართული სკოლა გაიხსნა. სკოლა მოგვიანებით გიმნაზიად გადაკეთდა. ამ დღიდან კი ის იქცა ეროვნული ღირებულებების, კულტურის განვითარებისა და შენარჩუნების მთავარ კერად მაშინ, როდესაც ქართულ კულტურას, ენასა და იდენტობას იმპერიალისტური პოლიტიკა ებრძოდა.

გიმნაზიაში სწავლობდნენ ისეთი მწერლები და მეცნიერები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული ენის, ლიტერატურისა  და მეცნიერების განვითარებაში. მათ შორის იყვნენ კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, ვიქტორ ნოზაძე.

აღსანიშნავია, რომ სკოლას გიმნაზიის სახელი იოსებ ოცხელის დირექტორობის დროს მიენიჭა განსაკუთრებული დამსახურების გამო. დღეს N2 საჯარო სკოლა სწორედ მის სახელს ატარებს.

იმისათვის, რომ სკოლამ საკუთარი მნიშვნელობა და ღირებულება თანამედროვეობაშიც შეინარჩუნოს, აუცილებელია მუდმივი განვითარება და ახალი თაობის მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინება.

,,ადამიანის ტვინი და ხელები ერთად უნდა მუშაობდნენ. ის, რაც თეორიულად გადაეცემა მოწაფეს, მისი პრაქტიკული გამოყენებაც უნდა იცოდეს და შეძლოს  - წინააღმდეგ შემთხვევაში სქოლასტიკა და მოსაბეზრებელი ტვინის დამბლა გამოგვივა“ - წერდა იოსებ ოცხელი.

ეს იდეა, რომელიც ას წელზე მეტს ითვლის, დღესაც აქტუალური და პედაგოგებისთვის სწავლების მთავარი სახელმძღვანელოა. სწორედ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის სინთეზის დამსახურებაა ოცხელის სახელობის სკოლის მოსწავლეების არაერთი წარმატება.

საქართველოს ბანკი კი არ ჩერდება და აქტიურად განაგრძობს სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის  ახალი შესაძლებლობების შექმნას.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად კი ეწვიეთ ვებგვერდს: csr.bog.ge

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა