მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საქართველოს საბანკო ასოციაციამ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

news image
mbc image

საქართველოს საბანკო ასოციაციამ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. 

საქართველოს საბანკო ასოციაცია ESG მიმართულებით ცნობიერების ამაღლების აქტივობებს აგრძელებს. 2023 წელს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და ფონდი EFSE-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ასოციაციამ ESG მიმართულებით ინსტიტუციური გაძლიერება მოახდინა და სასწავლო პროგრამა ჩამოაყალიბა.

შეხვედრის მიზანი აღნიშნული სასწავლო პროგრამის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებისთვის წარდგენა იყო, რომელსაც კომერციული ბანკების, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC), ფაინენს ინმოუშენის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვადასხვა სექტორული ასოციაციების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ მიმართა, რომელმაც აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მდგრადი ფინანსები და ESG ფაქტორების გათვალისწინება მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და ფაინენს ინმოუშენის წარმომადგენლებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელმაც ESG მიმართულებით ასოციაციის გაძლიერებას შეუწყო ხელი. 

მდგრადი დაფინანსებისა და ESG პროექტების კოორდინატორმა ლევან გოგოლაძემ ESG მიმართულებით  მიმდინარე მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, შემდეგ კი ტრენინგ პროგრამა წარადგინა. 

ღონისძიების დასკვნით ნაწილში პანელური დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მონაწილეები საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი სალომე თვალოძე, სამხრეთ კავკასიაში IFC-ის ESG საკონსულტაციო პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელი და ევროპაში SBFN-ის რეგიონული კოორდინატორი ბორის ჯანჯალია და ფაინენს ინ მოუშენი საქართველოს წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელი ივანე ლექვთაძე იყვნენ. პანელურ დისკუსიას ლევან გოგოლაძე უძღვებოდა. ღონისძიება ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ დახურა. 

„ჩვენ მადლობას ვუხდით საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC) და ფაინენს ინმოუშენს შესაძლებლობისთვის, შეგვექმნა იმგვარი ტრენინგ პროგრამა, რომელიც ESG მთავარ გამოწვევებს პასუხობს საქართველოში. დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია ESG და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. სწორედ ამ მხარდაჭერის წყალობით, დღეს საბანკო ასოციაციას უკვე გააჩნია ინსტრუმენტი, რათა განავითაროს ESG უნარები, როგორც სექტორის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა.  
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა