მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავა

news image
mbc image

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ქ. ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ქ. ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს. მათივე ცნობით, ,,ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში“ დაკავებულის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გოგა გულორდავამ პარლამენტში ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსურ კვლევაზე ისაუბრა

22.09.2026.16:23

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშის წარდგენისას მან ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიზნით მიმდინარე კომპლექსური კვლევის 2025 წლის ეტაპი და კვლევით განსაზღვრული შემდგომი მიმართულებები მიმოიხილა.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს გაგრძელდა კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპი, რომელიც საკომუნიკაციო ფიზიკური ინფრასტრუქტურის ბაზრის ანალიზს მოიცავდა. კვლევის პირველადი შედეგების მიხედვით, საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებთან დაშვების საბითუმო ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი არსებობს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ბაზარზე მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩო კონკურენციის განვითარებისთვის საკმარისი არ არის და დამატებითი რეგულაციებია საჭირო.

„ფიზიკური ინფრასტრუქტურის ბაზრის კვლევა ორ ცალკეულ სეგმენტს - საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვებასა და ბოძებზე დაშვებას მოიცავდა. პირველადი შედეგების მიხედვით, საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვების ბაზარზე ერთ-ერთი ოპერატორი პოტენციურად გამოყენებადი ინფრასტრუქტურის დაახლოებით 70%-ს ფლობს. საკომუნიკაციო ბოძებზე დაშვების ბაზარი კი კონკურენტულად იქნა მიჩნეული, რადგან ელექტრო და გარე განათების ბოძებზე დაშვება „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონით უკვე რეგულირდება.

კვლევის ფარგლებში საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვების საბითუმო ბაზრებზე გამოვლენილ გამოწვევებს შორის დასახელებულია ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები, კონკურენციის ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის დომინანტი მესაკუთრის პოზიციის გაძლიერება და არსებული რეგულაციების ნაკლები ეფექტიანობა.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

გულორდავას თქმით, კვლევის ექსპერტებმა ბაზრის ეფექტიანი რეგულირების მიზნით ComCom-ს რეკომენდაციები მისცეს. რეკომენდებული მიდგომები მოიცავს გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უზრუნველყოფას, დაშვების პროცედურის სტანდარტიზაციას და კომისიისთვის დაშვების პროცესის მონიტორინგისა და საფასო რეგულირების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობების შექმნას.

„კომპლექსური კვლევის ფარგლებში შესწავლილია ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების საცალო ბაზარზე იურიდიული პირი აბონენტებისთვის შეთავაზებული კორპორატიული პირობებიც. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა იურიდიული პირებისგან ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები, მათი შერჩევის მნიშვნელოვანი ფაქტორები და სირთულეები, რომლებსაც მომხმარებლები პროვაიდერის შერჩევის პროცესში აწყდებიან.“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.

ანგარიშის თანახმად, კვლევის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზები კვლევის დასრულების შემდეგ შეფასდება. ComCom-ი იმსჯელებს ექსპერტების შეფასებებსა და რეკომენდაციებზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

„კვლევით განსაზღვრული რეგულაციის მიზანია, ბაზრის მცირე მოთამაშეებსა და ახალ კომპანიებს საქმიანობის განვითარების და ალტერნატიული საკომუნიკაციო შეთავაზებების შექმნის შესაძლებლობა მიეცეთ. ამასთან, ქსელის მფლობელ ოპერატორებს საკუთარი ქსელის შესაძლებლობების უკეთ ათვისებისა და დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება უნდა ჰქონდეთ. საბოლოოდ ეს მომხმარებლებისთვის უფრო მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობასა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ციფრულ ტრანსფორმაციას შეუწყობს ხელს.“ - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ComCom-ის თავმჯდომარის თქმით, კომპანიებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის მომსახურებების საცალო ბაზრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, 2026 წელს დაგეგმილია შესაბამისი საბითუმო ბაზრის - ფიქსირებულ ქსელზე მაღალი ხარისხის წვდომის - ანალიზი. კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში შესასწავლ ბაზრებთან დაკავშირებით ComCom-ი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს გამართავს და კომპანიებისგან მიღებული უკუკავშირის განხილვის შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

ამასთან, ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ კომპლექსური კვლევის ფარგლებში დაწყებულია კიდევ ორი საბითუმო ბაზრის შესწავლა: IP ტრანზიტის, ე.წ. გლობალური და ლოკალური ინტერნეტ კავშირის საბითუმო ბაზრისა და მაგისტრალური და დასახლებებს შორის არსებული, ე.წ. Backhaul გამოყოფილი არხების საბითუმო ბაზრის. ამ ბაზრების შესწავლა და შედეგების შესაბამისად მარეგულირებელი ჩარჩოს განახლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიქსირებული ქსელის მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის.

გულორდავას განცხადებით, კვლევის პირველი ეტაპის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ფარგლებში, ComCom-ი გეგმავს ფიქსირებულ და მობილურ ქსელზე დაშვების ტარიფების გაანგარიშებას. ასევე გაგრძელდება მუშაობა ფიქსირებულ და მობილურ ქსელზე დაშვების მსურველებსა და ქსელის ოპერატორებთან ოფერტების პირობებზე, რათა პირობები ორმხრივად სასარგებლო და დაშვება რეალურად განხორციელებადი იყოს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა