სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ულან ნიაზბეკოვს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის საკითხები და მისი გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და ამ კონტექსტში ორი ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის მნიშვნელობას ყირგიზეთის რესპუბლიკაში.
გეკა გელაძის თქმით, აღნიშნული ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს საქართველო-ყირგიზეთის ორმხრივ ურთიერთობებს.
ორი უწყების ხელმძღვანელმა პირებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის არსებული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს
04.09.2026.17:15
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ინფლაცია
საბანკო სექტორი
საგარეო სექტორი
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.