სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას ახალი ხელმძღვანელი რომან ქარცივაძე წარუდგინა.
გეკა გელაძემ რომან ქარცივაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მებრძოლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, გეკა გელაძემ, მოადგილეებთან და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ახალ დირექტორთან ერთად, ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერა.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს
05.10.2026.18:31
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ინფლაცია
საბანკო სექტორი
საგარეო სექტორი
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.