მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, წაახალისოს ბიზნესსექტორი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში - სოლომონ პავლიაშვილი

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ სიმპოზიუმს „ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, გლობალური გამოწვევები და გადაწყვეტილებები“ დაესწრო. სიმპოზიუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ ლომინაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ და ინდოეთის ჯადავპურის უნივერსიტეტიდან მოწვეულმა პროფესორმა სადჰან კუმარ გჰოშმა გახსნეს.

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრის მოადგილემ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ცირკულარობა 1,3 %-ია, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა ყველა მიმართულებით არსებობს პოტენციალი.

„2015 წელს მივიღეთ ნარჩენების მართვის კოდექსი, ქვეყანას გააჩნია ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების სტრატეგია, ნარჩენების მართვის 2022-2026 წლების გეგმა, გარემოსდაცვითი ეროვნული პროგრამა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ცირკულარული ეკონომიკა ნარჩენების მართვის ახალი პლატფორმაა. ეკონომიკის ბევრ სექტორში არის რესურსი, რომ მოხდეს ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება და მივიღოთ ნარჩენებისგან წარმოებული პროდუქცია, რომელიც  თავისთავად ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.  სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაა, წაახალისოს ბიზნესსექტორი, მხარი დაუჭიროს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში, რადგან დამოუკიდებლად ამის გაკეთება გაუჭირდებათ. ჩვენ ერთობლივი ძალით მივიღებთ შედეგს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

სამეცნიერო კონფერენციაზე საქართველოში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ურბანული წყლების მართვის საკითხებზე, კლიმატის ცვლილებების პირობებში ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე და საქართველოს ქალაქების ატმოსფეროში მოკროაეროზოლების კონცენტრაციების შეფასების საკითხებზე იმსჯელეს. სიმპოზიუმზე მოხსენებით წარდგა ინდოეთის ჯადავპურის უნივერსიტეტის პროფესორი სადჰან კუმარ გჰოში, რომელმაც ცირკულარული ეკონომიკის კუთხით ინდოეთის გამოცდილებაზე და საქართველოს პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ცირკულარული ეკონომიკის იმპლემენტაციის კუთხით. ჯერ-ჯერობით, საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელში საქართველო გაცილებით წინ იქნება ცირკულარული ეკონომიკის და ნარჩენების მართვის საკითხებში“, - განაცხადა სადჰან კუმარ გჰოშმა.

სიმპოზიუმს ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაციის, ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრები“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა