მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.5
-0.0161
flag
AZN 1.5416
-0.0025
flag
CNY 38.979
-0.0068
flag
EUR 3.0314
-0.011
flag
GBP 3.5322
-0.0205
flag
KZT 57.61
0.0031
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6205
-0.0045
news banner

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

news image
mbc image

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს საჭიროებებზე მორგებული და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა.

პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადებას, ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სექტორისთვის საჭირო კვალიფიციური ადამიანური რესურსის განვითარებას.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბაკურ მიქაძის განცხადებით, სააგენტოსთვის აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა სატრანსპორტო სექტორის სწრაფი განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება მოითხოვს შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციების მქონე პროფესიონალების მომზადებას.

„ახალი სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს სააგენტოსა და აკადემიურ სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს და მიზნად ისახავს ისეთი პროფესიონალების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ წვლილი შეიტანონ საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სექტორის განვითარებასა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან მის შემდგომ დაახლოებაში. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც განათლებისა და სატრანსპორტო სექტორების დაახლოების, ისე დარგის პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს პრაქტიკული გამოცდილება და დარგობრივი ცოდნა აკადემიურ რესურსთან ერთიანდება, რაც სტუდენტებისთვის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემების შესახებ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას ქმნის“ - განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.

ინიციატივა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამაზე მუშაობის პროცესში მხარეებმა ერთობლივად განსაზღვრეს დარგის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო მიმართულებები, შეიმუშავეს პროგრამის კურიკულუმი და შესაბამისი სილაბუსები.

პროგრამა მოიცავს სახმელეთო ტრანსპორტის სფეროსთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის: საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლას, სატვირთო გადაზიდვებს, სამგზავრო გადაყვანებს, ტრანსპორტის უსაფრთხოებასა და სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკვანძო საკითხებს.

სამაგისტრო პროგრამის შემუშავების საწყისი ეტაპი უკვე დასრულებულია , ამ ეტაპზე, პროგრამის შემდგომი განვითარებისა და აკრედიტაციის პროცედურების განხორციელებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუშაობს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

03.09.2026.15:30

სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს საჭიროებებზე მორგებული და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული ახალი სამაგისტრო პროგრამა შემუშავდა.

პროგრამა მიზნად ისახავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადებას, ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სექტორისთვის საჭირო კვალიფიციური ადამიანური რესურსის განვითარებას.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბაკურ მიქაძის განცხადებით, სააგენტოსთვის აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა სატრანსპორტო სექტორის სწრაფი განვითარება და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება მოითხოვს შესაბამისი ცოდნისა და კომპეტენციების მქონე პროფესიონალების მომზადებას.

„ახალი სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს სააგენტოსა და აკადემიურ სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს და მიზნად ისახავს ისეთი პროფესიონალების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ წვლილი შეიტანონ საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სექტორის განვითარებასა და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან მის შემდგომ დაახლოებაში. პროექტი მნიშვნელოვანია როგორც განათლებისა და სატრანსპორტო სექტორების დაახლოების, ისე დარგის პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოს პრაქტიკული გამოცდილება და დარგობრივი ცოდნა აკადემიურ რესურსთან ერთიანდება, რაც სტუდენტებისთვის თანამედროვე სატრანსპორტო სისტემების შესახებ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას ქმნის“ - განაცხადა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ბაკურ მიქაძემ.

ინიციატივა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამაზე მუშაობის პროცესში მხარეებმა ერთობლივად განსაზღვრეს დარგის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო მიმართულებები, შეიმუშავეს პროგრამის კურიკულუმი და შესაბამისი სილაბუსები.

პროგრამა მოიცავს სახმელეთო ტრანსპორტის სფეროსთვის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის: საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლას, სატვირთო გადაზიდვებს, სამგზავრო გადაყვანებს, ტრანსპორტის უსაფრთხოებასა და სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ სხვა საკვანძო საკითხებს.

სამაგისტრო პროგრამის შემუშავების საწყისი ეტაპი უკვე დასრულებულია , ამ ეტაპზე, პროგრამის შემდგომი განვითარებისა და აკრედიტაციის პროცედურების განხორციელებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუშაობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა