მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7261.2
-0.001
flag
AZN 1.5828
-0.0005
flag
CNY 39.403
-0.0019
flag
EUR 3.1593
0.0093
flag
GBP 3.6611
0.0242
flag
KZT 58.09
-0.0002
flag
TRY 0.0596
0
flag
USD 2.6908
-0.0008

საკრებულოში ღონისძიება - „ქალები მეცნიერებაში – თსუ-ის მემკვიდრეობა“ გაიმართა

news image

თბილისის საკრებულოში ღონისძიება - „ქალები მეცნიერებაში – თსუ-ის მემკვიდრეობა“ გაიმართა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქალებს მიეძღვნა.

თამარ მეფის სახელობის დარბაზში გამართული ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თინათინ ნიბლოშვილისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალთა საზოგადოების ერთობლივი ინიციატივით გაიმართა.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა გახსნა.

„ჩემთვის დიდი პატივია მხარი დავუჭიროთ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქალებს. იმ ქალებს რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართული მეცნიერების განათლებისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში.

მეცნიერებაში ქალების მონაწილეობა მხოლოდ თანასწორობის საკითხი არ არის, ეს არის პროგრესის, ინოვაციისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების საფუძველი. ქართველი მეცნიერი ქალების მნიშვნელობა და ღვაწლი სცდება უნივერსიტეტის კედლებს. ისინი ქმნიან ცოდნას, რომელიც ეხმარება ქვეყანას, ეკონომიკურ განვითარებაში, ტექნოლოგიურ წინსვლასა და კულტურული იდენტობის გაძლიერებაში.

ჩვენი ვალია შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ეს მემკვიდრეობა, პატივი მივაგოთ იმ ქალებს, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს პროგრესს, და შევქმნათ გარემო, სადაც მომავალი მეცნიერი ქალები შეძლებენ თავისუფლად, ღირსეულად და თამამად იკვლიონ, შექმნან და შეცვალონ სამყარო უკეთესობისკენ“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა მიმართა.

მოხსენებებით ასევე წარდგნენ თსუ-ის პროფესორი, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი და თსუ-ის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და მარიამ ლორთქიფანიძისა და ვერა ბარდაველიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითად ასპექტებზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარგლებში, დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქალების ფოტოები გამოიფინა.

ღონისძიებას საკრებულოს წევრები, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 110-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

01.05.2026.16:50

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 110-ე კმ-ზე, (ქ.ონის შესასვლელი) ქვისცვენის გამო დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა