მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

საკრებულოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

news image
mbc image

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ინიციატივით და საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მხარდაჭერით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მიულოცა.

„21 თებერვალი  მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა და ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. ამ დღეს განსაკუთრებით ვამაყობთ, რომ ჩვენი ენა - ქართული - ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ენაა, რომელზეც მსოფლიო ლიტერატურის შედევრებია შექმნილი. მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენ შევძელით და შევინარჩუნეთ ჩვენი ენა, როგორც ერის იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობითობის დაცვის უნიკალური საშუალება. საქართველო მრავალეროვანი ქვეყანაა და ქართული ენის განვითარებაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვით აქ მცხოვრები სხვადასხვა ერების წარმომადგენლებს, რომელთა დაჯილდოება დიდი პატივია ჩემთვის. ვულოცავ ამ დღეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიებაზე  საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, მშობლიური ენის დაცვისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მშობლიური ენის საერთაშორისო დღე თბილისის საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის მიერ ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, რომელთათვის მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია, რამდენადაც აღინიშნება ერის იდენტიფიკაციის დღე. ენა არის მთავარი მონაპოვარი ამა თუ იმ ერისა, ის განმსაზღვრელია ერის კულტურის და იდენტობის“,  - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი კახა ჭეიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა კულტურის მინისტრის მოადგილე ნინო ლობჟანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მეცნიერი, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე და პროფესორი, მწერალი სალომე კაპანაძე.

 

თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნეს, რომ 1999 წლიდან, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 21 თებერვალს დაწესდა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, რაც ემსახურება ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას, განვითარებას და წარმოჩენას.

ღონისძიების დასასრულს მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ გივი შაჰნაზარი, გურამ ბათიაშვილი, მზია ხეთაგური, ნატალია ტროხიმი, ნაირა მარშანია, ვან ბაიბურთი, ნინო პოპიაშვილი, რაზიათ ქუმარიტოვი, ლარისა ნამთალაშვილი, ევგენია კოტანიდისი, რაფიგ გუმბათოვი, როსტომ ფარეულიძე, მზია კობერიძე, დიმიტრი თეიმურაზიანი და ზაირა დავარაშვილი.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები ვლადიმერ ბოჟაძე, ნათია მოდებაძე და მოწვეული სტუმრები.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა