სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 47 ე.წ. მაინერი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით 47 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სხვა სიახლეები
სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო - ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება l მაკა ბოჭორიშვილი
05.06.2026.12:02
დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვქმნით ახალ ხიდს, რომელიც იდეებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან და საქართველოს აქცევს ადგილად, სადაც ოცნებები გეოგრაფიით ვერ შეიზღუდება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სან-ფრანცისკოში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
„სან-ფრანცისკო არის ინოვაციისა და კრეატიულობის გლობალური სიმბოლო, სადაც წარმოსახვა რეალობად გარდაიქმნება და იდეები კომპანიებად იქცევა. ეს არის ადგილი, სადაც ოცნებები მომავლად შენდება. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ და ვიწყებთ ახალი კავშირების შენებას საქართველოს მზარდი პოტენციალისთვის. საქართველო პატარა, თუმცა სტრატეგიული ქვეყანაა, რომელიც თავად არის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და წარმოების მნიშვნელოვანი მაკავშირებელი დიდ ბაზრებთან“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.