სამეგრელოში GITA-ს საგრანტო პროგრამის „25,000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სამეგრელოს რეგიონში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამას „25,000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ ხუთი გამარჯვებული ჰყავს - რეგიონში გამარჯვებული სტარტაპები არიან Laborate, გადაზიდვების დისპეტჩერიზაციისა და ტვირთების შერჩევის ოპტიმიზაციის პლატფორმა, Devora, SLKTA და AETECH Base.
“რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია, ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებს შესაძლებლობა მივცეთ, საკუთარი პროექტები სწორედ საკუთარ რეგიონში განავითარონ და რეალურ ბიზნესებად აქციონ. სამეგრელოში გამოვლენილი გამარჯვებული სტარტაპები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მაღალი პოტენციალის მქონე ტექნოლოგიური იდეები საქართველოს ყველა რეგიონში იქმნება. GITA გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, რათა ეს იდეები გარდაიქმნას კონკურენტულ პროდუქტებად, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და გააძლიეროს რეგიონის ეკონომიკური და ტექნოლოგიური ეკოსისტემა” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ დაჯილდოების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
რეგიონში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 18 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.
2026 წელს საგრანტო პროგრამა უკვე ჩატარდა აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში და ჯამში 15 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.
პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ.
დაჯილდოების ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
24.10.2026.15:22
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.